22:44:25

Share |

„ვიკილიქსმა“ ათასობით ამერიკული საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსმა „ვიკილიქსმა“ ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე განმარტებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო.

აღნიშნული დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, სავარაუდოდ შეერთებული შტატების კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია.

თუ დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურდა, ეს ამერიკული სადაზვერვო სამსახურებიდან ინფორმაციის მასშტაბური გაჟონვის მორიგი შემთხვევა იქნება.



ფირნიშები

სხვა ამბები

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაწვრილებით  

„ერთსულოვნების“ თანამშრომლები პატრიარქს მეუფე პეტრეს თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ

საპატრიარქოს ტელევიზიის თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დატოვებას სთხოვენ. „ერთსულოვნების“ თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და მეუფე პეტრეს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.04.17
03:00-06:00
Cloudyfrom west-northwest7°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Cloudyfrom northwest8°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast11°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast13°C0.9m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.8m/s
0mm
კვირა 30.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast16°C1.6m/s
0mm
ორშაბათი 01.05.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom northeast18°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31