17:11:15

ფირნიშები
Share |

ერაყის სპეცრაზმებმა მოსულში ცენტრალური ბანკისა და სასამართლოს შენობები დაიკავეს

ერაყის უშიშროების ძალებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში დაიკავეს ცენტრალური ბანკის მთავარი ფილიალი და შენობა, რომელშიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ სასამართლო იყო განთავსებული.

ცენტრალური ბანკის ფილიალი და სასამართლოს შენობა მდებარეობს იმავე რაიონში, სადაც სამთავრობო კომპლექსია განთავსებული და რომელსაც ერაყის არმიის სპეცრაზმელებმა შეუტიეს. ამრიგად, ერაყის არმიას საშუალება მიეცა, მოსულის ე.წ. ძველ ქალაქზე მიიტანოს იერიში, რომელიც მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზეა განთავსებული.

ექსტრემისტების სასამართლოს უკიდურესად მკაცრი განაჩენები გამოჰქონდა, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა, ადამიანების სახურავებიდან გადმოგდება და ხელების მოკვეთა.

რაც შეეხება ბანკს, ის გაიძარცვა, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2014 წელს ქალაქი დაიკავა.



სხვა ამბები

10 მარტს თელავის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 10 მარტს ქალაქ თელავის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

დაწვრილებით  

პოლიციამ ადამიანის გატაცების ბრალდებით ხუთი პირი დააკავა - შსს [Video]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი, რომლებმაც ფულის გამოძალვის მიზნით, ლილოს ბაზრობიდან ადამიანი გაიტაცეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
21:00-00:00
Partly cloudyfrom southwest4°C2.0m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31