12:51:48

ფირნიშები
Share |

დონალდ ტრამპმა ლტოლვილთა შესახებ განახლებულ ბრძანებულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის ასაკრძალავად. განკარგულება განახლდა მას შემდეგ, რაც მისი მოქმედება ფედერალურმა სასამართლოებმა შეაჩერეს.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი 6 მარტს მოაწერა და ამით შეჩერდა იემენის, ირანის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეთათვის 90 დღის განმავლობაში ახალი ვიზების გაცემა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ვიზები, შეუძლიათ აშშ-ში მოგზაურობა.

განახლებული კანონი ძალაში 16 მარტს შედის და ის შეაჩერებს ლტოლვილთა 120-დღიან პროგრამას. განკარგულების თავდაპირველი ვერსიით, რომელიც 27 იანვარს გამოიცა, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ ამ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ერაყელებს. განახლებული დოკუმენტი კი ერაყელებს არ ეხება და ასევე არ უკრძალავს მოგზაურობას ექვსი მუსლიმური ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ.

დონალდ ტრამპი თვლის, რომ მოგზაურობის აკრძალვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ბრძანებულების მიმართ გაისმა კრიტიკა, რომ ის რელიგიური მოტივითაა დისკრიმინაციული.



სხვა ამბები

პატრიარქი ხვალ წირვას აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხვალ წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაწვრილებით  

ყაზბეგში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 17.01.18
17:00-18:00
Partly cloudyfrom southwest1°C0.6m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom southwest-2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 18.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast2°C1.5m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom southwest8°C0.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-northwest2°C1.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31