12:51:33

ფირნიშები
Share |

მედიაომბუდსმენის დანიშვნის პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმიანება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების თაობაზე. პრეზიდენტის პრესპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში ხელისუფლების მონაწილეობა უნდა გამოირიცხოს.

„დღეს, „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - მედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების, თავისუფლების შეზღუდვა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე სერიოზული დარტყმა. დღეს, როდესაც ასე აქტიურად გვიწევს საუბარი მედიისა და ჟურნალისტების უფლებებზე, კარგი იქნება დაცვის მყარი მექანიზმის შემუშავება, თუნდაც მედიაომბუდსმენის სახით. თუმცა გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი - მედიაომბუდსმენის შერჩევისა და დანიშვნის პროცესში მთლიანად უნდა გამოირიცხოს ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს კოორდინაციაში სახალხო დამცველთან“, - აღნიშნა მიშველაძემ.

მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ გამოვიდა.

„ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა პრემიერმა.



სხვა ამბები

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაროკოს სამი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მაროკოს სამეფოს სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

დაწვრილებით  

ინდოეთის შტატში ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება

ინდოეთის შტატ გუჯარათში, ადგილობრივ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ძროხის მოკვლა სამუდამო პატიმრობით დაისჯება, საქონლის ხორცის ტრანსპორტირებაში ბრალდებულისთვის კი 10-წლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 30.05.17
17:00-18:00
Clear skyfrom east22°C1.8m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast22°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom southeast24°C0.7m/s
1.2mm
ხუთშაბათი 01.06.17 12:00-18:00
Rain showersNNW21°C1.5m/s
1.9mm
პარასკევი 02.06.17 10:00-16:00
Cloudyfrom south-southwest17°C0.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31