15:09:53

ფირნიშები
Share |

მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი მოიმატებს - კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, მედიაომბუდსმენის მუშაობის შედეგად მედიის ხარისხი აუცილებლად მოიმატებს. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს ეს საქმე“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების თაობაზე.

კახა კალაძე „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი და დროულია.

„სამართლებრივი დავა „რუსთავი 2-ის გამო, რომელიც შეიფუთა თითქოს ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც თავისუფალი სიტყვის აპოკალიფსი, თვალსაჩნოს ხდის ერთ მთავარ პრობლემას – მედიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის, იგივე სიტყვის თავისუფლების, სწორი ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო ჩარჩოებს რომ არ გასცდეს ან მათ მუშაობაში გარეშე ძალის ჩარევა რომ არ მოხდეს, საჭიროა ერთგვარი მონიტორინგი, უფრო სწორად წარმმართველი იდეა, კონცეფცია, რომელიც ამ ვნებებს და ქაოსს წესრიგში მოიყვანს. ამიტომ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, საერთაშორისო სპეციალისტები იყვნენ მოწვეული ამ ყველაფრის შესასწავლად და მოსაწესრიგებლად, ვფიქრობ არის ძალინ მნიშვნელოვანი და დროული“, - განაცხადა კახა კალაძემ.


სხვა ამბები

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

თელავის რეფერალური ჰოსპიტალი კახეთის მოსახლეობას პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ პროგრამებს სთავაზობს. კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, საშუალება ექნებათ კიბოს სკრინინგი სრულიად უფასოდ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაიტარონ.

დაწვრილებით  

პატრიარქის ინიციატივით სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს [Photos]

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ინიციატივით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პატრიარქის განცხადებით, მსგავსი ფოტო გადაიღეს ზუსტად 100 წლის წინაც.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 25.09.17
19:00-00:00
Rainfrom east-northeast16°C1.6m/s
0.9mm
სამშაბათი 26.09.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east17°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 27.09.17 12:00-18:00
Rainfrom east13°C1.9m/s
1.1mm
ხუთშაბათი 28.09.17 10:00-16:00
Heavy rainfrom east9°C2.8m/s
11.4mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31