21:36:58

Share |

აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვა ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ემსახურება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით რუსეთი მიზნად ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და საქართველოსგან დაცილებას.

„ყოვლად აღმაშფოთებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გადასასვლელების დაკეტვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ გაყოს საქართველოს მოსახლეობა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არ მისცეს დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობის საშუალება. ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების ჩამოცილებას საქართველოსგან.

საქართველოს პრეზიდენტი იმთავითვე გამოეხმაურა ამ პროცესს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან აქტიური ჩართულობისაკენ. ბუნებრივია, რომ ეს აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთის იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და დაცილებას საქართველოსაგან“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელი პუნქტები გუშინ დილიდან დაკეტილია.



ფირნიშები

სხვა ამბები

პრეზიდენტმა 91 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაწვრილებით  

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31