02:56:59

Share |

ლტოლვილთა მიღების ცენტრების გახსნა საქართველოს დღის წესრიგში არ დგას

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირში მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას. საქართველოს საგარეო უწყება ეხმაურება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები საქართველიოში შეიძლება გაიხსნას.

„ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სებასტიან კურციმ გამოცემა bild-თან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.



ფირნიშები

სხვა ამბები

მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებს ბაკურიანში დაასვენებენ

იმ სკოლების მოსწავლეებს, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა 30-ზე ნაკლებია, ბაკურიანში წაიყვანენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მცირეკონტინგენტიანი სკოლების მე-6, მე-7 და მე-8 კლასის 300 მოსწავლე სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში 2017 წლის 29 მარტიდან 4 აპრილამდე ჩაერთვება.

დაწვრილებით  

პატარძეულში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი პოლიციელი დაშავდა [Video]

საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულთან, ტრაილერი შემხვედრ მიკროავტობუსს და საპატრულო პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
10:00-13:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C1.4m/s
2.6mm
19:00-01:00
Rain showersNNW10°C4.0m/s
1.1mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom west7°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 10:00-16:00
Clear skyNNW6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Fairfrom east5°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31