17:26:30

ფირნიშები
Share |

გიორგი კვირიკაშვილი - გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს მთავრობა პატივს სცემს. მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლება მთავრობის პოლიტიკის შედეგია.

ჩვენ პატივს ვცემთ  ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ  ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. სამართლის  უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისიმტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გამოდის მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების ინიციატივით, რომელიც, მისივე თქმით, მედიაგარემოს მონიტორინგს განახორციელებს.

„პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე  მედიის უფლებადამცველები. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მისი განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

ფიტარეთის მონასტრამდე მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა [Photos]

თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქცის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ახალი სამანქანო ხიდი გაკეთდა. დაზიანებული გზის გამო, ხიდზე გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ. ტაძრამდე მისასვლელ გზას მდინარე კვეთს და სახიფათოა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31