03:38:06

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მაჟორიტარის დეიდაშვილი თამარ ყეინშვილი აირჩიეს

ახმეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საკრებულოს 26-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 1 ბიულეტენი ბათილად ჩაითვალა.

საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე თამარ ყეინიშვილი იმავე საკრებულოში სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე იყო. იგი პარლამენტის ყოფილი წევრის ნანა ყეინიშვილის დაა, ამავე დროს ახმეტა-თელავის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის დეიდაშვილია. 

შეგახსენებთ, რომ ახმეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა 2 მარტს საკუთარი განცხადებით დატოვა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მისი გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან მიღებული მითითება გახდა. გასულ წელს საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა.





სხვა ამბები

სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში ყაჩაღობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 მარტს ბრალდებული იარაღის მუქარით თავს დაესხა სოფელ ნანიანში მდებარე სასურსათო მაღაზიას, საიდანაც ფული და მობილური ტელეფონი გაიტაცა.

დაწვრილებით  

თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

პოლიციამ თელავში ყაჩაღობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 75 წლის ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისთვის პენსიის წართმევა სცადა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
08:00-12:00
Clear skyfrom south-southwest21°C1.2m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31