02:57:15

Share |

„რუსთავი 2“-ის გაჩერებით მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს - გიორგი მარგველაშვილი

„რუსთავი 2”-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „იმედის დროში” განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვია, რომ „რუსთავი2”-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც მარგველაშვილის აზრით, გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება. აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის სამართლებრივი დავის განხილვაში არ შედის.

„ის, რაც 2007 წელს მოხდა, იყო კატასტროფა. მახსოვს მაშინ ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს ვთქვი, რომ ეს სააკაშვილისთვის იყო ტრაგიკული შეცდომა, რომელზეც ის გადაიხდის. მერე ასეც მოხდა. 2012 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი მთავარი პოლიტიკური გზავნილი იყო, რომ ჩვენ სახელმწიფოს ტერორს ვამთავრებთ, ჩვენ მედიაზე კონტროლს ვამთავრებთ, ვამთავრებთ მოსმენებს და ადამიანების შანტაჟს. ეს იყო, რაც გვაერთიანებდა განცხადებების დონეზე და ემოციურადაც. „ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის მთავარ პრობლემას იმაში ვხედავდით, რომ მათთვის ადამიანი იყო ის ერთეული, რომელიც თუ არ გეთანხმებოდა, უნდა გაგეჩუმებინა. ძირითადად, ეს გაჩუმება აგრესიული მეთოდებით ხორციელდებოდა - ეს ეხებოდა მედიას, ოპოზიციურ აზრს და ასე შემდეგ. 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული - მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირები ღიად აფიქსირებენ კრიტიკის წინააღმდეგ მიუღებლობას და სურვილს, არ მოისმინონ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. „კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველთვის სამართლიანია, მაგრამ კრიტიკა გაძლევს შესაძლებლობას, არგუმენტებში საკუთარი სიმართლე აჩვენო. ჩვენ პოლიტიკოსები უნდა ვისმენდეთ კრიტიკას და არ უნდა ვიყოთ მზად, კრიტიკა გავაჩუმოთ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს ვუკეთებთ საკუთარ თავს”, - აღნიშნა გიორგი მარგველშვილმა.



ფირნიშები

სხვა ამბები

პატრიარქი ორშაბათს საქართველოში დაბრუნდება

პატრიარქი ორშაბათს საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. დაწვრილებით  

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტომანქანების შეკეთებისთვის 1 053 655 ლარი გამოიყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 36 ერთეული სამსახურებრივი ავტომანქანის შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე 2017 წლის განმავლობაში სავარაუდოდ 1 053 655 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მათემოტორსთან“, რომლის დირექტორი გელა ბარკალაია რამდენიმე დღის წინ მძიმე ბრალდებით დააკავეს, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 2 თებერვალს გაფორმდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
10:00-13:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C1.4m/s
2.6mm
19:00-01:00
Rain showersNNW10°C4.0m/s
1.1mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom west7°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 10:00-16:00
Clear skyNNW6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Fairfrom east5°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31