05:18:22

ფირნიშები
Share |

სახელმწიფო დეპარტამენტი - ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ მედიის თავისუფლებას ადეკვატურად არ იცავს

საქართველოს კანონმდებლობით გამოხატვისა და მედიის თავისუფლება დაცულია, თუმცა ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ის ხშირად ადეკვატურად არ იცავს აღნიშნულ უფლებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხი ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენეს, რაც ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა წამყვან ტელეკომპანიებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე.

„პარლამენტის უუნარობამ, სამი წლის განმავლობაში აერჩია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის საბჭოს 8 წევრი, გააჩინა ეჭვი, რომ შერჩევის პროცესის პოლიტიზირება ხდებოდა და ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტელევიზიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ხელისუფლების მისამართით კრიტიკის გამოხატვის უფლება აქვს, არასამთავრობო ორანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისა და ყოფილი ჩინოვნიკების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განუწყვეტელ კრიტიკას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების წინააღმდეგ მიმართულ გამოძიებებს გულისხმობს, თვითცენზურამდე მივყავართ.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება და საზოგადოებას ნაკლებად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება. წამყავნი ტელეკომპანიები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ სუბიექტურები არიან, ხელისუფლება ძირითადად „რუსთავი 2“-ს აკრიტიკებს ოპოზიციური ძალებისადმი ლოიალობის გამო.



სხვა ამბები

დესტრუქციული პოლიტიკური ძალები შეგნებულად უკეთებენ პროვოცირებას ვანდალურ აქტებს - პრემიერი

„ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  წუხელ ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

დაწვრილებით  

13 წლის შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო [Photos]

13 წლის შემდეგ, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა დაიწყო. საკურხევლის თავზე პირველი ფრესკა უკვე მოიხატა, სადაც ტახტზე მტრედი და სახარება ერთად არის დაბრძანებული.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
10:00-12:00
Fairfrom south3°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31