18:36:22

ფირნიშები
Share |

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მოსახლეობისთვის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ადგილზე ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების საკითხს.

„ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას. საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით - მოწყვლადი ჯგუფების: მოხუცების, ავადმყოფებისა და სკოლის მოსწავლეების ყოფას, რაც ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, გაერო-ს, ევროკავშირის, ნატო- აშშ-ის, ლიტვისიაპონიის მკაფიო მოწოდებებისა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, გააგრძელოს დესტრუქციული პოლიტიკა და ხელი შეუშალოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



 

 

 

სხვა ამბები

იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედო ჰოსპიტალში, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე,18 წლის ბადრი შავაძე გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავაძემ მიმდინარე წლის 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო.

დაწვრილებით  

ქურთი ჟურნალისტი მოსულში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბს ემსხვერპლა

30 წლის ქურთი ჟურნალისტი შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა, ბომბის აფეთებას ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაშავდა მისი ოპერატორი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 19.08.17
23:00-00:00
Fairfrom west-northwest22°C1.1m/s
0mm
კვირა 20.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 21.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east27°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east26°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31