05:22:23

ფირნიშები
Share |

ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ

თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხომაზე საქართველოს პრეზიდენტს არაკორექტიული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები ჩატარდებოდა, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, (ანუ ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც საფუძველი იყო იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებში დამატებითი ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.



სხვა ამბები

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს. ესპანეთის პოლიცია დაკავებულებს „მაფიის“ წევრებად მოიხსენიებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბინებს ძარცვავდნენ. დაწვრილებით  

რუსთავში სამი მაღაზია, სილამაზის სალონი და ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს

რუსთავში, ერთ ღამეში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ხუთი ობიექტი გაქურდეს. მათ შორის სურსათის, ტანსაცმლისა და საკანცელარიო მაღაზიები, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17
10:00-12:00
Fairfrom south3°C1.1m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east5°C1.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest2°C1.3m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast4°C1.9m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 12:00-18:00
Fairfrom east4°C0.5m/s
0mm
შაბათი 16.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom east2°C0.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31