02:42:14

Share |

აშშ-ში რუსეთის ელჩთან კონტაქტებზე მსჯელობას ლავროვმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს შეერთებული შტატების მიერ იმის დადგენის მცდელობას, თუ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტები აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს.

მიმდინარე კვირას გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როდესაც იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი ჯეფ სეშონსი სენატორი იყო, ორჯერ შეხვდა აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს, მაგრამ ეს ფაქტი სენატში მოსმენების დროს დამალა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დემოკრატმა კონგრესმენებმა სეშონსის გადადგომა მოითხოვეს. უფრო ადრე, რუსეთის ელჩთან კონტაქტების გამო გადადგომა მოუხდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინს.

ამავდროულად, აშშ-ში გრძელდება გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.

სერგეი ლავროვმა 3 მარტს, ფაქტობრივად, გაიმეორა დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული შეფასება, სადაც მანაც „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა რუსეთის ელჩთან კონტაქტების დადგენის მცდელობას. ლავროვის თქმით, ამავე პრინციპით რომ იმოქმედონ რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის და მისი კონტაქტების მიმართ, „ძალიან მხიარული სურათს“ მივიღებდით.



ფირნიშები

სხვა ამბები

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“. დაწვრილებით  

დავით დვალი - მე ცენზორად „რუსთავი 2“-ზე არ დავბრუნდები

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის განცხადებით, „რუსთავი 2“-ზე ცენზურას არ დაუშვებს. ამის შესახებ დვალმა გადაცემა „რეალურ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
10:00-13:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C1.4m/s
2.6mm
19:00-01:00
Rain showersNNW10°C4.0m/s
1.1mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom west7°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 10:00-16:00
Clear skyNNW6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Fairfrom east5°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31