12:07:56

ფირნიშები
Share |

„რუსთავი 2“-ის პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა. 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად, დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, მაშინ მე დამჭირდა მკაფიო განცხადებების გაკეთება დამჭირდა, რომ პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების რეჟიმში გადმომეყვანა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის თქმით, „რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი. პრეზიდენტმა ყველას დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისგან და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვენლოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ტელევიზია საზოგადოებას ეკუთხვნის.

„ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ის ეკუთვნის საზოგადოებას, იმ თანამშრომლებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების შემადგენელ მედიაპროდუქტს ქმნიან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



სხვა ამბები

ვეტერანებისთვის ზედმეტად გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდია ლეგალიზებას დაექვემდებარა

2013 წლის 1-ლი სექტემბრის შემდგომ ვეტერანთა გარკვეულ ნაწილს საყოფაცხოვრებო სუბსიდია ზედმეტად ერიცხებოდა, რასაც ახლდა ადმინსტრაციული და სასამართლო წარმოებების მიმდინარეობა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის უკან დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული პროცესი მძიმე ტვირთად დააწვა ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.

დაწვრილებით  

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფში სახელმწიფო უწყებები, სახალხო დამცველის აპარატი და სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები გაერთიანდებიან. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 21.08.17
16:00-18:00
Clear skyfrom east29°C2.6m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east28°C2.6m/s
0mm
სამშაბათი 22.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C2.1m/s
0mm
ოთხშაბათი 23.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east28°C3.0m/s
0mm
ხუთშაბათი 24.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31