02:54:16

Share |

„ალ-ქაიდა“ თავისი რანგით მეორე ლიდერის დაღუპვას ადასტურებს

ექსტრემისტული გაერთიანება „ალ-ქაიდა“ ადასტურებს, რომ სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას ექსტრემისტების რანგით მეორე ლიდერი, აბუ ალ-ხაირ ალ-მასრი მოკლეს.

„ალ-ქაიდას“ 59 წლის ლიდერი ეგვიპტელი იყო. იგი დაჯგუფების დამაარსებლის, ოსამა ბინ-ლადენის სიძე და ჯიჰადისტების ე.წ. „ელიტის“ წევრი იყო.

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ალ-მასრი უპილოტო საფრენი აპარატით გასროლილი რაკეტით 26 თებერვალს მოკლეს, როდესაც ის ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქ იდლიბთან ავტომანქანით მგზავრობდა. იდლიბი „ალ-ქაიდის“ სირიული განშტოების, „ნუსრას“ ფრონტის მთავარ დასაყრდენად ითვლება.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ალ-მასრიმ ირანს შეაფარა თავი. შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მას თითქმის 19 წელი ეძებდნენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

თელავის საკრებულოს წევრი გია გორთამაშვილი გარდაიცვალა

მძიმე ავადმყოფობის შედეგად თელავის თემის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ძლიერი სოფელის“ თავმჯდომარე გია გორთამაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაწვრილებით  

თელავში მევენახეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება

2 მარტს, თელავში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება თელავის საკრებულოს დარბაზში 12:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი მიშელაძე გააცნობს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 27.03.17
10:00-13:00
Partly cloudyfrom north-northeast12°C0.5m/s
0mm
13:00-19:00
Rainfrom east-southeast14°C1.4m/s
2.6mm
19:00-01:00
Rain showersNNW10°C4.0m/s
1.1mm
სამშაბათი 28.03.17 13:00-19:00
Partly cloudyfrom west7°C0.6m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 10:00-16:00
Clear skyNNW6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 10:00-16:00
Fairfrom east5°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31