21:36:15

Share |

მთავრობა - „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავრობა მოუწოდებს საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს.

„საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად. ამ საქმემ უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია, ხოლო უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიიღო განჩინება ამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ.

საქართველოს მთავრობა აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების გადაწყვეტილების პატივისცემა. ამავე დროს, მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში.



ფირნიშები

სხვა ამბები

გარევაჭრობის ობიექტებში გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს [Video]

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაწვრილებით  

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია 3 გამანაწილებლის გაკეთება: აჩინებულის დასახლებიდან, ცენტრალური ბაზრის ქუჩიდან და კურდღელაურიდან.  დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 27.04.17
02:00-06:00
Partly cloudyfrom northeast5°C0.8m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-northwest4°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast11°C3.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east12°C2.1m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom northeast12°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast16°C1.9m/s
0mm
კვირა 30.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast14°C1.6m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31