05:37:11

ფირნიშები
Share |

ლევან იზორია - „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში

მე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მედიაპლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება საზოგადოების დაკვეთაა და ეს ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“, ისევე როგორც სხვა მაუწყებლობაც, თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში გააგრძელებს მოღვაწეობას. ეს არ არის პიროვნებების დაკვეთა, რომ მედია იყოს პლურალისტული, მედია იყოს თავისუფალი, ეს საზოგადოების დაკვეთაა. მთავარი პრინციპი, რაც უკავშირდება თქვენს თავისუფლებას, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას, იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება იმას, გაუჩნდა თუ არა პირადად მას კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ის „პატივს სცემს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“.

„ჩვენ პატივს ვცემთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის დიდი ლეგიტიმური საფუძვლის მქონე, რომელიც საჭიროებს აღიარებას. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობები, თუ რომელიმე მხარე არის ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მისაღები, რადგან სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

იზორიას ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში აღნიშნული საკითხი არ დასმულა.



სხვა ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული გახსნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა. დაწვრილებით  

მარგველაშვილი ჟურნალისტებს: მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია

მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მედია ასაჯაროებს ხალხის ხმას.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 24.10.17
10:00-12:00
Cloudyfrom south-southwest10°C0.3m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast11°C0.7m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom southwest10°C1.2m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.9m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 12:00-18:00
Fairfrom west-northwest19°C0.2m/s
0mm
პარასკევი 27.10.17 10:00-16:00
Light rain showersfrom east-southeast11°C1.0m/s
0.7mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31