17:38:30

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

„ეს ჩემი სურვილია. აღარ მინდა თავმჯდომარეობა. დავინახე ისეთი მიზეზები, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი იყო. გავაკეთე განცხადება და გადავდექი. განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს. საკრებულოში დემოკრატიული პროცესებია. გუნდში ვრჩები. ვარ და ვიქნები „ოცნების“ აქტიური წევრი“, - ამბობს გელა ჯუგაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან მიღებული შიდაპარტიული დირექტივა გახდა. საკრებულოს ერთ-ერთი წევრის განცხადებით, გელა ჯუგაშვილი დღეს დილიდან თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც მას თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

გელა ჯუგაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. 2016 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა. 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს. ახმეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს კი სავარაუდოდ 6 მარტს დანიშნულ მორიგ სხდომაზე აირჩევენ.



სხვა ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. ახალი შენობაც კოსტავას 68 ნომერში იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ტელეკომპანიის რამდენიმე კორპუსია განთავსებული.

დაწვრილებით  

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას - შენდობა მინდა გთხოვოთ

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ „კვირის პალიტრას“ წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - „დასაბრედია“ და „მარილზე გასაშვებია“ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31