08:00:34

Share |

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი დღეს თანამდებობას დატოვებს

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადებით დატოვებს. განცხადებას გადადგომის შესახებ იგი დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, რის შემდეგაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც ჩატარდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მიზეზი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობიდან მიღებული შიდაპარტიული დირექტივა გახდა. საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გელა ჯუგაშვილი დღეს დილიდან პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა, სადაც მას თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

გელა ჯუგაშვილი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014 წლის 14 ივლისს აირჩიეს. 2016 წლის განმავლობაში საკრებულოს წევრთა ნაწილმა ორჯერ დააყენა მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი - 3 მაისს და 5 დეკემბერს, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 16 ხმა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგროვდა. 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, მის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე შეასრულებს. ახმეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს კი სავარაუდოდ 6 მარტს დანიშნულ მორიგ სხდომაზე აირჩევენ.



ფირნიშები

სხვა ამბები

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში დაფიქსირდა 35 997 რეგისტრირებული დანაშაული, საიდანაც 20 661 (57,4 %) გაიხსნა.

დაწვრილებით  

„შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე“ - საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნით აქცია გაიმართება

25 მარტს, 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება“.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 26.04.17
12:00-18:00
Cloudyfrom east-southeast9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom east-southeast10°C2.6m/s
0mm
ხუთშაბათი 27.04.17 12:00-18:00
Fairfrom east12°C2.7m/s
0mm
პარასკევი 28.04.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east13°C1.8m/s
0mm
შაბათი 29.04.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom east-southeast12°C0.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31