17:40:03

ფირნიშები
Share |

იანვრის ავიაკატასტროფაზე ინფორმაციის მიჩქმალვის მცდელობაში ყირგიზეთში მთავრობას ადანაშაულებენ

ყირგიზეთში ახალი ბრალდება დაემატა ოპოზიციური პარტია „ატა მეკენის“ ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებით გამოწვეულ დაპირისპირებას. ტეკებაევი, მისი პარტიის განცხადებით, იმიტომ დააკავეს, რომ სურთ მიჩქმალონ მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე წლის იანვარში ბიშკეკთან მომხდარ ავიაკატასტროფას.

ჩამოვარდნილ თურქულ თვითმფრინავში განთავსებული ტვირთი, ოპოზიციის თანახმად, ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ეკუთვნოდა. ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

მოგვიანებით ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარყო ბრალდებები. მისი განცხადებით, თურქეთის ელჩმა ყალბი უწოდა ყირგიზი ოპოზიციონერების ხელთ არსებულ მტკიცებულებებს.

„ატა მეკენის“ ადვოკატის მტკიცებით, სამართალდამცველებმა ტეკებაევი 26 თებერვალს დააკავეს - მაშინ, როდესაც ის თურქეთის გავლით კვიპროსიდან ბრუნდებოდა. ადვოკატი როგორც ამბობს, დაკავების მიზანი იყო ტეკებაევისთვის ხელის შეშლა იმ დოკუმენტების გამოქვეყნებაში, რომლებიც ცხადყოფდა, რომ თურქულ „ბოინგში“ განთავსებული ტვირთი ყირგიზეთის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ეკუთვნოდა.

შეგახსნებთ, რომ თურქეთის ავიაკომპანიის სატვირთო „ბოინგი“ 16 იანვარს ჩამოვარდა ბიშკეკთან ახლოს მდებარე დასახლებაში, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დასახლებაში მყოფი 35 პირი და ეკიპაჟის ოთხი წევრი.



სხვა ამბები

კახეთში ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

დაწვრილებით  

პარიზის აეროპორტში მოკლული თავდამსხმელი რადიკალურ ისლამთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი

საფრანგეთის უშიშროების ძალებმა პარიზის სიდიდით მეორე აეროპორტ „ორლიში“ მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი 39 წლის საფრანგეთის მოქალაქე იყო, რომელსაც კავშირი რადიკალურ ისლამთან ჰქონდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 18.11.17
22:00-00:00
Fairfrom west-southwest5°C1.5m/s
0mm
კვირა 19.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast12°C0.9m/s
0mm
ორშაბათი 20.11.17 12:00-18:00
Clear skyfrom east13°C0.2m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest12°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31