02:11:06

ფირნიშები
Share |

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ხელი ოფიციალურად მოეწერა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა. ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.

ღონისძებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.



სხვა ამბები

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქერჩის სრუტესთან შტორმის შედეგად პანამის დროშის ქვეშ მცურავი, სატვირთო გემი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 12 მეზღვაური იმყოფებოდა. მაშველებმა 5 მეზღვაური გადაარჩინეს, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მეზღვაური საქართველოს მოქალაქეა. დაწვრილებით  

დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა [Photos]

დავით გარეჯი National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებში 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest3°C0.5m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast8°C1.1m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-southeast8°C1.1m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north7°C1.9m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast4°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom east7°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31