01:39:46

ფირნიშები
Share |

ახმეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება“ დაიშალა

ახმეტის საკრებულოში შექმნილი ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეიდან გაუქმებულია. ინფორმაცია ფრაქციის დაშლის შესახებ საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე ცნობად მიიღო.

ფრაქციის გაუქმების მიზეზი მისი ერთ-ერთი წევრის - მამუკა ხოლეგაშვილისთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, - მან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დაიწყო მუშაობა, რაც საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

მამუკა ხოლეგაშვილის საკრებულოდან გასვლის შემდეგ აღნიშნულ ფრაქციაში მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში სულ მცირე 3 წევრი უნდა იყოს გაერთიანებული.

ახმეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2014 წლის 22 აგვისტოს შეიქმნა. მასში გაერთიანებული იყვენენ: არჩილ მექვევრიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხოლეგაშვილი.

 

ამ თემაზე:

ახმეტის საკრებულოში კომისიები და ზოგიერთი ფრაქცია კანონდარღვევით შეიქმნა

სხვა ამბები

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

დაწვრილებით  

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას შესაძლოა გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს

ბათუმში ერთ–ერთ ქუჩას შესაძლოა ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდოს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ამ საკითხზე საკრებულო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. ინიციატორი საკრებულოს წევრი დიმიტრი დარჩიაა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31