23:57:56

ფირნიშები
Share |

პარლამენტმა მოსმენების შესახებ ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი ფარული მიყურადების შესახებ. კერჭისყრაზე პროექტს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 2-ის წინააღმდეგ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო.

პარლამენტში პროექტის მესამე მოსმენით განხილვასა და კენჭისყრას არ ესწრებოდნენ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რადგან განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ასევე, პროექტის თანახმად, შემოვა ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს და ზედამხედველობას გაუწევს ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას. ზედამხედველი მოსამართლე განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და აღნიშნული ფუნქციის განხორციელება დაეკისრება უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს.

კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების აღნიშნული ვერსია, ფარული მიყურადების შესახებ არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.



სხვა ამბები

კვირის 10 საუკეთესო ფოტო - The Guardian [Photos]

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

დაწვრილებით  

სოფელ ართანას მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მთავრობას პეტიციით მიმართავენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მცხოვრებლები საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავენ. პეტიციის ხელმომწერები მდინარე დიდხევზე „ართანა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ჰესი სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუქმნის საფრთხეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 26.05.17
04:00-06:00
Fairfrom south-southeast12°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-southwest10°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east16°C1.9m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom northeast18°C1.7m/s
0mm
შაბათი 27.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast18°C1.4m/s
0mm
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east-southeast19°C0.5m/s
1.1mm
ორშაბათი 29.05.17 10:00-16:00
Rain showersfrom east17°C1.5m/s
3.0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31