21:47:57

ფირნიშები

თავდაცვის კომიტეტმა ჯარში ქალების სავალდებულო გაწვევის ინიციატივა დაიწუნა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯარში ქალების სავალდებულო გაწვევის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება უარყოფითად სცნო. კომიტეტის დასკვნის თანახმად, დღეისათვის საქართველოს თავდაცვის პოლიტიკიდან გამომდინარე, ქალთა სავალდებულო გაწვევის აუცილებლობა არ არსებობს და არც შესაბამის სამობილიზაციო და თავდაცვის გეგმებშია გათვალისწინებული.

ვრცლად

 

სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დასრულებას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა. პრეზიდენტის თქმით, ის გამოძიების პროცესს აკვირდება და მის დროულ დასრულებას ელის.

ვრცლად

 

პრემიერი - ჩვენ ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“,- ასე გამოეხმაურა პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას.

ვრცლად

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ დაცვის წევრების გარდა პატრიარქს ღმერთი იცავს - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და პატრიარქისთვის დაცვის გაძლიერების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ილია მეორეს სახელმწიფოს გარდა, იცავს ღმერთი. 

ვრცლად

 

თურქმენეთის პრეზიდენტმა არჩევნებში ხმათა 98% მიიღო და მესამე ვადით იქნა არჩეული

თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გაიმარჯვა. მას ამომრჩეველთა თითქმის 98%-მა დაუჭირა მხარი და მესამე ვადით იქნა არჩეული.

ვრცლად

 

გერმანიის პრეზიდენტად ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩიეს

გერმანიის მე-12 პრეზიდენტად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩიეს. ფედერალურ საკრებულოში მის სასარგებლოდ ხმა 931 ადამიანმა მისცა. ასარჩევად 631 ხმაა საჭირო.

ვრცლად

 

რუმინეთში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება

რუმინეთში მასობრივი, კორუფციის საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. ათეულ ათასობით ადამიანია ქუჩებშია გასული, სადაც უკვე 12 დღეა გრძელდება გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ მმართველი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავრობის გადაგომას.

ვრცლად

 

შეჩერებული აკრძალვის სანაცვლოდ ტრამპი ახალი საიმიგრაციო განკარგულების გამოცემას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს, იმიგრაციის შესახებ ახალი სააღმსრულებლო განკარგულება გამოსცეს. როგორც ცნობილია, 27 იანვარს ხელმოწერილი განკარგულების მოქმედება სასამართლოებმა შეაჩერეს.

ვრცლად

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 29 მარტს ამოქმედდება, ამის შესახებ, „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერის“ საკუთარ ანგარიშზე წერს. მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დამტკიცებენ.

ვრცლად

 

სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განკარგულების ამოქმედებაზე, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შესვლა დროებით ეკრძალებათ ლტოლვილებსა და შვიდი ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს. სასამართლოს სამკაციანმა პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულება.

ვრცლად

 

დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის კრიტიკას დაცინვით უპასუხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ სენატორ ჯონ მაკკეინის მიმართ მწვავე დამცინავი განცხადება გააკეთა, რადგან მაკკეინმა ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა და მცირე ხნის წინ იემენში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას წარუმატებელი უწოდა.

ვრცლად

 

რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სირიაში სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის სამხედრო წარმომადგენლების ინფორმაციით, სამი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა სირიაში რუსეთის მიერ შეცდომით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად.

ვრცლად

 

უკრაინაში სეპარატისტების ლიდერი მეტსახელად „გივი“ მოკლეს

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ლიდერი მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“ მოკლეს. რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ცნობით, ის 8 თებერვლის დილას დონეცკში, მის კაბინეტში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ვრცლად

 

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ პროექტის იმ ვარიანტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მას 97 ხმით დაუჭირეს მხარი. კენჭისყრის ამ შედეგით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოხდა.

ვრცლად

 

პრემიერი პირველ არხზე - ვერ შევეგუებით, რომ მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ვრცლად

 

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს

რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრაა შეჯამებული.

ვრცლად

 

პარლამენტარი ემზარ კვიციანი ცილისწამების კრიმინალიზაციას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი ცილისწამების კრიმინალიზაციას ითხოვს. კვიციანის განცხადებით, სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ.

ვრცლად

 

მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრი, მანანა კობახიძე აირჩია. კობახიძის კანდიდატურას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 - კი წინააღმდეგი იყო.

ვრცლად

 

ცხინვალისთვის სახელის შეცვლა უკანონო და მიუღებელია - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მონისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარება და რეგიონისთვის სახელის შეცვლა უკანონო და მიუღებელია.

ვრცლად

 

დონალდ ტრამპმა ამერიკის ჭეშმარიტი სახე გამოააშკარავა - აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ის მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, რადგან მან ამერიკის ჭეშმარიტი სახე გამოამჟღავნა. აღნიშნული განცხადება ალი ხამენეიმ 7 თებერვალს, სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას გააკეთა.

ვრცლად

 

გვერდი 10 / 283

სხვა ამბები

დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღის და გურჯაანის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 13 აპრილს, დედოფლისწყაროს, ყვარლის, სიღნაღისა და გურჯაანის სოფლების, ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ სიღნაღის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ბიბლიის მიხედვით, პირველქმნილი ადამიანების სამოთხიდან განდევნის მიზეზი სინანულის არქონა გახდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 27.09.17
02:00-06:00
Rainfrom east13°C2.9m/s
0.7mm
06:00-12:00
Light rainfrom northeast12°C0.9m/s
0.7mm
12:00-18:00
Rainfrom east12°C0.2m/s
1.2mm
18:00-00:00
Rainfrom east-southeast12°C2.2m/s
3.6mm
ხუთშაბათი 28.09.17 12:00-18:00
Heavy rainfrom east9°C3.5m/s
10.2mm
პარასკევი 29.09.17 12:00-18:00
Light rainfrom east8°C2.6m/s
0.5mm
შაბათი 30.09.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom southwest10°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< სექტემბერი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30