19:20:29

ფირნიშები

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარზე ორ გამშვებ პუნქტს დახურავს

საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაადასტურეს, რომ მარტიდან ე.წ. საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვას აპირებენ.

ვრცლად

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლე ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტად საკუთარი მეუღლე, მეჰრიბან ალიევა დანიშნა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

ვრცლად

 

ლავროვი ჩერნოგორიის მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში კრემლის მონაწილეობას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ბრალდებები, თითქოს მონტენეგროში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობისა და პროდასავლური მთავრობის დამხობის უკან რუსეთი იდგეს.

ვრცლად

 

განცხადება, რომ კავკასია ექსტრემისტების მარშრუტია, საქართველოსთან მიმართებაში არ არის მართებული - ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ სამხრეთ კავკასია ტერორისტებისა და ექსტრემისტების მარშრუტია, საქართველოსთან მიმართებაში, მართებული არ არის. მისივე თქმით, რუსეთიდან სირიასა და ერაყში დაახლოებით 2000 რუსეთის  მოქალაქეა გასული.

ვრცლად

 

გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცე-პრემიერად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მესამე ვიცე-პრემიერად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა. კვირიკაშვილის განცხადებით, ჯეჯელავას ფუნქცია საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის კოორდინირება იქნება.

ვრცლად

 

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩურკინი ნიუ-იორკში, სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.

ვრცლად

 

ერაყის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქისკენ მიიწევს

ერაყელი სამხედროების ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებისაგან 15 სოფელი გაათავისუფლეს, რომლებიც დასავლეთიდან ესაზღვრებიან ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულს, რომელიც დაჯგუფების მთავარ ცენტრს წარმოადგენს.

ვრცლად

 

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ზავის მიუხედავად უკრაინაში დაძაბული ვითარებაა

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიაღწიეს, მაგრამ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ნაწილი არაა კმაყოფილი ბრძოლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმებით.

ვრცლად

 

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 36 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი ჰყავს

ქართული ოცნების 115 დეპუტატიდან 36 მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დანაზოგები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. დამატებით 4 მილიონერი დეპუტატი ჰყავს საპარალამენტო ოპოზიციას. პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორმა“ და პოლიტიკურმა პარტია „ახალმა საქართველომ“ შეისწავლეს. 

ვრცლად

 

ბელარუსში ხალხმრავალი გამოსვლები ე.წ. მუქთახორობის გადასახადის წინააღმდეგ მოეწყო

ბელარუსში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ე.წ. „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ. დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში - გომელში, ვიტებსკში, გროდნოსა და მოგილიოვში მოეწყო.

ვრცლად

 

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

ვრცლად

 

ახალი შეტაკებისას დაიღუპა სამი და დაიჭრა ათი უკრაინელი ჯარისკაცი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში განახლებული შეტაკების შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ათი უკრაინელი ჯარისკაცი.

ვრცლად

 

სირიის საკითხზე ასტანაში გამართულმა მოლაპარაკებამ შედეგი ვერ გამოიღო

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით წარუმატებელი გამოდგა. შუამავალი ქვეყნების: რუსეთის, თურქეთისა და ირანის თქმით, ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ საიმისოდ, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეასრულონ მიღწეული საზავო შეთანხმება.

ვრცლად

 

აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ბუფერული ზონის შექმნაზე მოილაპარაკეს

ეუთოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, რომ 20 თებერვლისთვის ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღებას გაიტანენ, რასაც ასევე ითვალისწინებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმება.

ვრცლად

 

კახეთიდან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები აირჩიეს

კახეთიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრი გახდნენ ახმეტიდან შაქრო ტერტერაშვილი, ლაგოდეხიდან გურამ კაკალაშვილი, ყვარლიდან ზვიად დუშმანაშვილი და საგარეჯოდან გარსევან ბუხნიკაშვილი.

ვრცლად

 

უბედურების აცილებაა დეკანოზის დაკავება, რომელიც მომწამლავი ნივთიერებით ბერლინში მოდის - პრემიერი

„როდესაც სასულიერო პირი, მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს, მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება და ჩვენ მას ვაკავებთ, რა თქმა უნდა, დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეკანოზი გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით ბერლინში, პატრიარქის მონახულების შემდეგ გააკეთა. მისივე განცხადებით, მთავრობისთვის ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის აუცილებელი ერთ-ერთი ინსტიტუციის ერთიანობა უმნიშვნელოვანესია.

ვრცლად

 

რუსეთმა ყირიმი ობამას ადმინისტრაციის დროს დაიპყრო - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირიმი რუსეთმა ობამას ადმინისტრაციის დროს დაიპყრო. ტრამპი ასევე სვამს კითხვას, რუსეთთან დამოკიდებულებაში ობამა ზედმეტად რბილი ხომ არ იყო.

ვრცლად

 

მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერ ჩენ ინ კიმის ნახევარძმა მოკლეს

მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჩენ ინ კიმის ნახევარძმა, ჩენ ნამ კიმი მოკლეს. უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლა. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეელი აგენტები იყვნენ.

ვრცლად

 

აშშ-ის საელჩო ცხინვალში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს გმობს და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს

აშშ-ის საელჩო საქართველოში გმობს ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს რეგიონისთვის სახელის შეცვლისა და „ალანიის“ დარქმევის თაობაზე. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ საქართველოს ტერიტირიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.

ვრცლად

 

იაპონია კურილის კუნძულებისთვის რუსული სახელების დარქმევას აპროტესტებს

იაპონია კრემლის მიერ სამხრეთ კურილის სადავო კუნძულებიდან ხუთი უსახელო დაუსახლებელი კუნძულისთვის რუსული სახელწოდებების მინიჭებას აპროტესტებს.

ვრცლად

 

გვერდი 9 / 283

სხვა ამბები

საქობოს საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ყველა ბავშვი სახლში გაწერეს

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღის 11 აღსაზრდელი, რომლებიც სიღნაღის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, სახლში გაწერეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, აგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საქობოს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღით შეაჩერა.

დაწვრილებით  

ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის და  უკონტაქტო პატრულირებას შემოღებას ითვალისწინებს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ქულები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას შემცირდება. ასევე, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა 6 თვის ნაცვლად 1 წლით ჩამოერთმევა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 28.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom northeast19°C0.5m/s
2.4mm
ორშაბათი 29.05.17 12:00-18:00
Rain showersfrom east19°C2.2m/s
1.8mm
სამშაბათი 30.05.17 10:00-16:00
Fairfrom east-southeast18°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მაისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31