20:56:41

ფირნიშები

„რუსთავი 2“-ის გაჩერებით მივაყენებთ სერიოზულ დარტყმას ქართულ დემოკრატიას და საერთაშორისო იმიჯს - გიორგი მარგველაშვილი

„რუსთავი 2”-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „იმედის დროში” განაცხადა.

ვრცლად

 

დონალდ ტრამპის მომხრეებმა ამერიკის 28 შტატში პრეზიდენტის მხარდასაჭერი მსვლელობები გამართეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეებმა ამერიკის 28 შტატში მხარდასაჭერი დემონსტრაციბი გამართეს. აქციები სახელწოდებით „მარში ტრამპისთვის“ პასუხია პრეზიდენტის საწინააღმდეგო გამოსვლებზე, რომლებიც მისი ინაუგურაციის შემდეგ რეგულარულად იმართება შტატების სხვადასხვა ქალაქებში.

ვრცლად

 

ერაყის არმია მოსულის დასავლეთ რაიონებზე ახალი იერიშს ახორციელებს

ერაყის არმიამ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის მხარდაჭერით ახალი იერიში მიიტანა ქვეყნის სიდიდთ მეორე ქალაქ მოსულის დასავლეთ რაიონებზე, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშია.

ვრცლად

 

სახელმწიფო დეპარტამენტი - ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ მედიის თავისუფლებას ადეკვატურად არ იცავს

საქართველოს კანონმდებლობით გამოხატვისა და მედიის თავისუფლება დაცულია, თუმცა ხელისულების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ის ხშირად ადეკვატურად არ იცავს აღნიშნულ უფლებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიშშია საუბარი.

ვრცლად

 

ავსტრიის საგარეო მინისტრი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის

ავსტრიის საგერო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს. ამის შესახებ სებასტიან კურცმა „bild”-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვრცლად

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მოსახლეობისთვის ჩაკეტვასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს გმობს. 

ვრცლად

 

რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი ჩაკეტეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა. „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დღეს დილიდან გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს კი დამატებით 50 კმ-მდე მანძილის გავლა მოუწევთ.

ვრცლად

 

ირაკლი კობახიძე - თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ

თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვრცლად

 

აშშ-ში რუსეთის ელჩთან კონტაქტებზე მსჯელობას ლავროვმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „კუდიანებზე ნადირობად“ მიიჩნევს შეერთებული შტატების მიერ იმის დადგენის მცდელობას, თუ თეთრი სახლის ადმინისტრაციის რომელ წარმომადგენელთან ჰქონდა კონტაქტები აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს.

ვრცლად

 

თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის მიერ სტრასბურგში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რუსთავი 2“-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა.

ვრცლად

 

„რუსთავი 2“-ის პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა სამაუწყებლო კომპანიასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვრცლად

 

„ალ-ქაიდა“ თავისი რანგით მეორე ლიდერის დაღუპვას ადასტურებს

ექსტრემისტული გაერთიანება „ალ-ქაიდა“ ადასტურებს, რომ სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას ექსტრემისტების რანგით მეორე ლიდერი, აბუ ალ-ხაირ ალ-მასრი მოკლეს.

ვრცლად

 

მთავრობა - „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავრობა მოუწოდებს საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს.

ვრცლად

 

ევროკავშირი - ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმიანება. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეისწავლიან სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას და და დააკვირდებიან მიღებულ შედეგებს.

ვრცლად

 

ლევან იზორია - „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში

მე დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „ რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ვრცლად

 

ხელისუფლებამ ბოლო დამოუკიდებელი ტელევიზია ჩაიგდო ხელში - ევროპარლამენტარი

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის წევრი და ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „რუსთავი 2“ უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელევიზიაა, რომელიც ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო.

ვრცლად

 

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო მოუწოდებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედია გარემო.

ვრცლად

 

მოლდოვამ რუსეთიდან თავისი ელჩი გამოიხმო

მოლდოვას მთავრობამ, მოულოდნელად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოსკოვიდან გამოიწვია თავისი ელჩი რუსეთში, დუმიტრუ ბრაგიში.

ვრცლად

 

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პანკისის სათემო რადიო WAY-სთან საუბრისას გელა ჯუგაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულოში დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს და თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

ვრცლად

 

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი დღეს თანამდებობას დატოვებს

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ჯუგაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადებით დატოვებს. განცხადებას გადადგომის შესახებ იგი დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გააკეთებს, რის შემდეგაც საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც ჩატარდება.

ვრცლად

 

გვერდი 7 / 283

სხვა ამბები

მოქალაქეებმა 1530 საბრძოლო ვაზნა და 50 ხელყუმბარა პოლიციას ნებაყოფლობით ჩააბარეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

დაწვრილებით  

გამოკითხვა - „რუსთავი 2“–ის საქმე არის კერძო დავა თუ ხელისუფლების მცდელობა აკონტროლოს ტელევიზია

კითხვაზე - „რუსთავი 2“-ის საქმე არის დავა კერძო პირებს შორის საკუთრების გამო, თუ ხელისუფლების მცდელობა არხი მოაქციოს თავისი კონტროლის ქვეშ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა.

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
პარასკევი 28.07.17
01:00-06:00
Clear skyfrom northwest24°C0.9m/s
0mm
06:00-12:00
Clear skyNNW22°C0.9m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east30°C2.0m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast31°C2.3m/s
0mm
შაბათი 29.07.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast32°C0.9m/s
0mm
კვირა 30.07.17 12:00-18:00
Fairfrom northeast30°C2.6m/s
0mm
ორშაბათი 31.07.17 10:00-16:00
Fairfrom northeast27°C2.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივლისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31