15:48:29

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე თოქ-შოუს წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.

ვრცლად

 

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ არსენი იაცენიუკის დაპატიმრების ორდერი გასცა

რუსეთის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის დაპატიმრების ორდერი გასცა. სტავროპოლის მხარის ქალაქ ესენტუკის საქალაქო სასამართლოს 27 მარტის განცხადებით, 21 თებერვლიდან ძალაშია იაცენიუკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

ვრცლად

 

პრემიერი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მთავრობის წევრებთან ერთად ათენში უვიზოდ გაემგზავრა

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში უვიზოდ გაემგზავრა.

ვრცლად

 

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი შინ დაბრუნდა

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მიკოლა სტატკევიჩი სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ შინ დაბრუნდა. პოლიტიკოსი 25 მაისის დილას გაუჩინარდა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ბელარუსის პოლიცია ოპოზიციის მიერ გამართულ და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსვლელობას დაარბევდა.

ვრცლად

 

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. საკრებულოს წევრების უმრავლესობამ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნატალია შეროზიას დაუჭირა მხარი. შეროზიას კანდიდატურას მხარს არ უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“. უმცირესობის დეპუტატები ამბობდნენ, რომ სხდომაზე შეროზიამ ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა.

ვრცლად

 

ირანი ამერიკულ ფირმებს ისრაელთან კავშირების გამო სანქციებს დაუწესებს

ირანის ხელისუფლება აპირებს ამერიკული კომპანიებისთვის სანქციების დაწესებას. ირანული სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ისრაელსა და „მის ტერორისტულ საქმიანობას“ უჭერენ მხარს.

ვრცლად

 

აშშ-მა „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის მოკვლის შესახებ განაცხადა

შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მოკლულია ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერი ყარი იასინი. ქვეყნის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისის ცნობით, იასინი 19 მარტს ავღანეთში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმისას მოკლეს.

ვრცლად

 

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე თურქეთში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს.

ვრცლად

 

სააფთიაქო ნარკომანიაში მხილებული კომპანია „ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებში მხილებული ერთ-ერთი კომპანია - შპს „ნიუ ჯორჯია 555“ საპარლამენტო არჩევნებისას „ქართულ ოცნებას“ აფინანსებდა. საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს ამ კომპანიამ სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას 120 000 ლარი ჩაურიცხა.

ვრცლად

 

საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოების რომელიც ტერორიზმს ებრძვის - მიხეილ ჯანელიძე

საქართველო ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის აქტიური წევრია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა და ვაშინგტონში გამართული გლობალური კოალიციის შეხვედრა შეაჯამა.

ვრცლად

 

თალიბანმა ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება ხელში ჩაიგდო

ფუნდამენტალისტურმა პოლიტიკურ-რელიგიურმა მოძრაობა თალიბანმა ხელახალი კონტროლი დაამყარა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონულ ცენტრ სანგინზე, მას შემდეგ, რაც იგი ქვეყნის სამთავრობო ჯარებმა დატოვეს.

ვრცლად

 

პრეზიდენტი - რეგიონებში მესმის, რომ ბევრად მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას

„აქცენტი არის იმაზე, რომ ბევრად მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას და ბევრად ნაკლები უფლება დარჩეს ცენტრალურ ხელისუფლებას. ეს არის ის, რაც მე მესმის რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვრცლად

 

კიევში ყოფილი რუსი პარლამენტარი მოკლეს, რომელიც ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა

უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დღეს კიევში ყოფილი რუსი პარლამენტარი დენის ვორონენკოვი მოკლეს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა და საკუთარ სამშობლოს ნაცისტურ გერმანიას ადარებდა.

ვრცლად

 

ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ პუტინის სასარგებლო გეგმა შეიმუშავა - AP

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ, პოლ მანაფორტმა საიდუმლოდ წარადგინა პოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანი იყო, სარგებელი ენახა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მისი ოპონენტები კი დაესუსტებინა.

ვრცლად

 

გიორგი კვირიკაშვილი - თანამედროვე მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ტერორიზმის წარმოუდგენელ აგრესიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ქართველი ხალხი ყოველთვის იდგება ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვრცლად

 

პრემიერი - უვიზო რეჟიმის შემდეგ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 90 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ აინთება საბაჟო სისტემაში წითელი სიგნალი და რეადმისიისთვის საჭირო ღონისძიებები დაიწყება. საბაჟო კონტროლის სისტემაში სპეციალური ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ვრცლად

 

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, სადაც ყველა სამინისტრო განთავსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ინიციატივით გამოდის. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობისთვის ორთაჭალაში უკვე გამოყოფილია დიდი ტერიტორია, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა.  

ვრცლად

 

გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით გამგებლებს აფრთხილებს [Video]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის.

ვრცლად

 

მიხეილ ჯანელიძე ISIS-ის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მონაწილეობას მიიღებს  ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში.

ვრცლად

 

აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილია - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. „მინდა მადლობა გითხრათ იმ მუშაობისთვის და იმ თავდადებისთვის, რომლითაც თქვენ აძლიერებთ ჩვენს ერთიან სამშობლოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა თავის მიმართვაში.

ვრცლად

 

გვერდი 1 / 281

ფირნიშები

სხვა ამბები

ილია II - სახელმწიფოს და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს, ხალხს უნდა მივცეთ პასუხი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „უცნაურ სიტუაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს.

დაწვრილებით  

დღეიდან მორწმუნეებისთვის ხორციელის კვირა დაიწყო

საეკლესიო კალენდრით, დღეიდან უძღები შვილის, ანუ ხორციელის კვირა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება. უძღები შვილის კვირა დღეს კი ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
20:00-00:00
Clear skyNNW3°C2.3m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< მარტი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 29 30 31