10:00:22

Share |

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია (რედაქტორის სვეტი)

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია (რედაქტორის სვეტი)

გუშინ, 80 წლის ნანა ბებო ციხიდან გამოუშვეს... სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებულმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც მას შემდეგ, რაც მინისტრად სოზარ სუბარი დაინიშნა, ახალი წევრებით დაკომპლექტდა, ბებო სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

22 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოდან საქმის მასალები მოვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ნანა ბებომ თავი დამნაშავედ არ სცნო, მაგრამ მოსამართლე ლარისა ლიპარტელიანმა 2011 წლის 9 თებერვალს მას მაინც მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა ბებოს მეზობლის ბოსტნის ღობის დაწვაში ადანაშაულებდა.

განაჩენის მიხედვით, ნანა ბებოს ბრალი დაედო რუსთავში მეზობლის კუთვნილი ნივთის განადგურებაში. კერძოდ, განაჩენში წერია, რომ ბებომ ცეცხლი მოუკიდა მცირე ზომის მიწის ნაკვეთში ღობესთან დალაგებულ შეშას და ხის სხვა მასალას, რომელიც ეკუთვნოდა მის მეზობელს, ვისთანაც პირადი მოტივით იყო განაწყენებული, რითაც მან მეზობელს მიაყენა 1000 ლარის ზიანი. ნანა ბებომ დანაშაული არ აღიარა და არც ახლა აღიარებს. ის ამბობს, რომ ცეცხლი მეზობლის ღობეს გაუფრთხილებლად გადაედო, როცა თავის ბოსტანს ასუფთავებდა და არავითარი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.

მოკლედ, ბრალდებულის ასაკი არც პროკურორმა ზურაბ ბელთაძემ გაითვალისწინა, რომელსაც ნანა ბებო მანამდე უჩიოდა, რომ მისი ბინის გაძარცვის ფაქტზე პროკურატურა რეაგირებას არ ახდენდა; არც მოსამართლე ლიპარტელიანმა; არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანანა ოთარაშვილმა, რომელმაც რუსთავის სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, იური ტყეშელაშვილმა და გიორგი შავლიაშვილმა. მათ, ბებოს, საკასაციო საჩივრის განხილვაზე საერთოდ უარი უთხრეს, მნიშვნელოვანი არ არის სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვისო.

ციხეში სასჯელის ნახევრის მოხდის შემდეგ ნანა ბებომ სასჯელაღსრულების სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს მიმართა და პირობით ვადამდე გათავისუფლება მოითხოვა. საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი გორაძემ და წევრებმა ირაკლი აბესაძემ, ბესიკ ცხადაძემ და გიორგი კოპალიანმა, 2012 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ნანა ბებოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, სასჯელის მიზანი მიღწეული არ არისო.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამიკვირდა, ამდენი უგულო და უსამართლო ადამიანი ერთად როგორ შეიყარა...

უსამართლობის ნიმუშია ქალბატონი ანჟელას საქმეც. სასჯელს ისიც რუსთავის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, ოღონდ დახურულ ნაწილში. ის 7 შვილის დედაა. 2012 წლის 20 მარტს დააკავეს, თაღლითობის ბრალდებით. საგულისხმოა, რომ დაკავებამდე 3 დღით ადრე, 17 მარტს მრავალშვილიანი დედა „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. დაპატიმრების შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილები თავს სოციალურ საცხოვრებელში აფარებენ.

გამსესხებლისთვის 1450 დოლარის დროულად დაბრუნება ვერ შეძლო 8 შვილის დედამ, ქალბატონმა ფატიმამ. დაკავებამდე ის საჯარო სამსახურში მუშაობდა. მისგან მოითხოვდნენ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ხელმძღვანელობიდან ვინმე გაეფუჭებინა. „მორწმუნე ქალი ვარ, ცოდვას ვერ ჩავიდენდიო“ და ციხეში გაუშვეს, სსკ–ის 180–ე მუხლით. წელიწადი და 8 თვეა სასჯელს იხდის.

მრავალშვილიან დედებს შეწყალება არ შეეხოთ. ანჟელას ჯერ ვერც უდო შეეხო, ქალბატონ ფატიმას ნახევარი არ მოუხდია. ამნისტიის იმედზე არიან. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მსჯავრდებულებს სასჯელი უნახევრდებათ, ასეთ შემთხვევაში კი მალე უდოც შეეხებათ.

„შვილო, იცით, მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა განაჩენის გამოტანის დროს რა მითხრა?“ რა მეთქი, ვკითხე ქალბატონ ფატიმას. „8 შვილი გყავს და 8 წლით ციხეში როგორ გაგიშვაო?“ ყველაზე პატარა 5 წლის მყავდა. ცრემლები წამომივიდა და ზუსტად ამ დროს, გამოაცხადა: „განსასჯელი ფატიმა ... ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით“.

აბა, ამათ, ვინც 80 წლის ბებო ციხეში გაუშვა 3 წლით, 8 შვილის დედა 8 წლით და 7 შვილის დედა 7 წლამდე პატიმრობისთვის გაწირეს, ადამიანები ჰქვიათ?

მე არც აქამდე ვენდობოდი კუბლაშვილის კანტორას, მაგრამ, სულ მინიმუმ, ამ „მოსამართლეების“ სამსახურიდან გაშვების მოთხოვნის შემთხვევაში, N1 მოსამართლე სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაში რომ დაგადანაშაულებს, საღად აზროვნებს?

გელა მთივლიშვილი

ფირნიშები

სხვა ამბები

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა - პროკურორი

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 23 თებერვალს საპატრიარქოში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

დაწვრილებით  

ვეტერანებს საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები გააცნეს [Photos]

1-ელ მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით უწყების ბენეფიციართათვის გაიმართა საქართველოში მოქმედი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების პრეზენტაცია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 24 25
26 27 28 29 30