04:10:48

ფირნიშები
Share |

მექა ხანგოშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რომ ჩატაევი რუსეთს გადასცენ

მექა ხანგოშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რომ ჩატაევი რუსეთს გადასცენსაქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი მიმართავს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაიცვან ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის ინტერესები.

„ძალიან შეძრწუნებულები ვართ ინფორმაციით ახმედ ჩატაევის რუსეთში შესაძლო ექსტრადიციის შესახებ. კანონის ფარგლებში ეს არის შეუძლებელი, რადგან ახმედ ჩატაევს ავსტრიაში მიღებული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რადგანაც ეს ის სასამართლოა, რომელმაც 2004 წელს ჯერ სასამართლო დარბაზიდან გაუშვა ჩეჩენი მებრძოლები, რუსლან ალი ხაჯიევი და კიდევ ორი, მეორე დღეს კი ისინი გაუჩინარდნენ და ორკვირიანი ძებნის შემდეგ კრასნოდარისა და სტავროპოლის ციხეებში აღმოვაჩინეთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა.

„ეს გვაძლევს ჩვენ ძალიან დიდი შიშის საფუძველს, რომ ყველანაირი უკანონო მოქმედება შეიძლება მოხდეს. მე მივმართავ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, რომ დადგნენ უკანონო პატიმრის ახმედ ჩატაევის უფლების სადარაჯოზე. ჩვენ არანაირი იმედი არა გვაქვს იმ სასამართლოსი, რომელმაც 1 ნოემბერს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ადამიანი, რომელსაც ამპუტირებული აქვს მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ჭრილობა შეხორცებული და განგრენის ნიშნები აქვს, საჭიროებს დამატებით ოპერაციას, ასეთი უკანონო პატიმარი დატოვა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პატიმრობაში და გირაოთი არ გაუშვა“, – აცხადებს მექა ხანგოშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის რუსეთში ექსტრადიციას გეგმავს. რუსეთის პროკურატურაში დაადასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია ახმედ ჩატაევს უკვე რამდენიმე წელია ეძებს და რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჩატაევის ექსტრადიციას ავსტრიის მიერ მასზე გაცემული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აფერხებს.

ახმედ ჩატაევი სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩატაევს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.

ნატალია სარქისაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სხვა ამბები

შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

დაწვრილებით  

პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 41 წლის დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა თბილისში, აწყურის ქუჩაზე, ცივი იარაღის მუქარით, მოქალაქეს ყაჩაღურად გასტაცა „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
08:00-12:00
Clear skyfrom southwest7°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30