06:12:42

Share |

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა დაიწყო

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა დაიწყოსაიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. 2014 წლის მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდია 2012 წლის 2 ოქტომბრის შუადღიდან (EDT დროით) 2012 წლის 3 ნოემბრის შუადღემდე (EDT დროით).

მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 55 000 ვიზა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.

საიმიგრაციო ვიზის 2014 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ყველა განაცხადი შევსებული უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: http://www.dvlottery.state.gov/

გაფრთხილება:

ერთადერთი ოფიციალური საშუალება მონაწილეობის მისაღებად მწვანე ბარათის გათამაშებაში არის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალურად გამოცხადებულ ვადებში.

გათამაშებაში შერჩეული პირისთვის შეტყობინება არ იგზავნება წერილობით ან ელექტრონული ფოსტით. გათამაშების შედეგის გაგება შესაძლებელი იქნება 2013 წლის 1 მაისიდან ვებგვერდზე: http://www.dvlottery.state.gov/

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ მიიღებთ წერილობით ან ელექტრონულ გზავნილს მწვანე ბარათის გათამაშებაში გამარჯვების შესახებ, ეს იქნება არალეგიტიმური. ინფორმაციის მიღება ხდება მხოლოდ სტატუსის შემოწმების შემდეგ და შემდგომი ინსტრუქციებისთვის კენტუკის საკონსულო ცენტრიდან. კენტუკის საკონსულო ცენტრი არასდროს მოითხოვს არანაირი საფასურის გადახდას არანაირი ფორმით.

თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ შეამოწმოთ თქვენი საიმიგრაციო სავიზო გასაუბრების თარიღი და დრო შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: http://www.dvlottery.state.gov/

კენტუკის საკონსულო ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ტელ: (606) 526-7500 ფაქსი: (606) 526-7501 შეკითხვებით გთხოვთ დაუკავშირდეთ ქოლ-ცენტრს: ვებსაიტი: http://www.ustraveldocs.com/ge/ ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსარგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ; ადგილობრივი ტელეფონიდან: +995 32 2471 160, აშშ-დან: 703-988-7103

ფირნიშები

სხვა ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 38 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებისას დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაწვრილებით  

დავით გარეჯი მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა [Photos]

დავით გარეჯი National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე გადაღებულ ფოტოებში 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის დასახელდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31