19:48:39

ფირნიშები
Share |

„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს

„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს. საამირო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს თბილისიდან გაუჩინარებულ მოჯაჰედზე მაგომედ მაგომედოვზე. „კავკასიის ემირატის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მაგომედოვი რუსეთს გადასცა. „ქართული მხარის მორიგი ღალატის შემდეგ ჩვენთვის ნათელია და აღარ გვჯერა ძმური მეგობრობის. ამიერიდან, ყველა ჩვენი მოქმედება იქნება ამ ფაქტის შესაბამისი და ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედებთ“, – აცხადებს „კავკასიის ემირატი“.

„2013 წლის 19 აპრილს თბილისში სახლიდან გავიდა და გატაცებულ იქნა მაგომედ ნაჟმუდინის ძე მაგომედოვი. მოცემული ინფორმაციით, იგი გადაეცა რუსულ სპეცსამსახურებს. 2013 წლის იანვარში მას მიენიჭა პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი საქართველოში, სადაც იგი გატაცებამდე ცხოვრობდა კანონიერად, ქართული ხელისუფლების ნებართვით. მაგომედოვმა რუსეთი დატოვა დაღესტნის მარიონეტული მთავრობის დევნის შემდეგ“, – წერს „კავკასიის ემირატი“.

„ხასავიურტის პოლიციის განყოფილება მას მოსვენებას არ აძლევდა. მაგომედს რაიმე მცირე ინციდენტიც რომ მოსვლოდა, მყისვე პოლიციას იძახებდნენ და სახლში ჩხრეკას ატარებდნენ. პოლიციელები შეურაცხყოფას აყენებდნენ მას და მის მეუღლეს. როდესაც ანასტასია ფეხმძიმედ იყო, პოლიციელმა მას მუცელში ავტომატი მიარტყა და ჰკითხა: რაო, ბომბა გიდევს მანდ?!“ - ამბობს ჰადიჟატ მაგომედოვა, მაგომედის ღვიძლი და „კავკაზცენტრთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, ძმის ოჯახი ცდილობდა ისლამურ წეს-ჩვეულებებს მიჰყოლოდა, მისი ძმის მზრუნველობის ქვეშ ორი მცირეწლოვანი შვილი იყო.

„რამდენიც არ უნდა განაცხადოს ქართულმა ხელისუფლებამ ჩრდილო კავკასიელებთან ძმურ დამოკიდებულებაზე, ქმედება საპირისპიროს ამტკიცებს. რუსულ ბაზარზე ბორჯომის არსებობა უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია ვიდრე უბრალო მუსულმანებთან კეთილმეზობლური ურთიერთობა.

საამიროს წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების რეალური დამოკიდებულება ნათელი გახადა ლოპოტას მოვლენებმა, როდესაც ქართულმა სპეცრაზმმა დაღესტნისკენ მიმავალ მოჯაჰედებზე იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე შაჰიდი დაეცა“, – წერს „კავკასიის ემირატი“. საამიროს ოფიციალური გამოცემა განმეორებით 2012 წლის 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელიც მათი ინფორმაციით, მაშინ, რამდენიმე ადამიანის თხოვნის შედეგად წაშალეს. განცხადებაში „კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, შეეწყვიტა სამხედრო ოპერაციები მოჯაჰედების წინააღმდეგ. „მოვუწოდებთ, არ მოატყუონ საკუთარი ხალხი და დანარჩენი მსოფლიო, ნუ სურთ მოჯაჰედთა შევიწროვება და არ ენდონ რუსების მოსყიდვას მუსულმანთა სისხლის სანაცვლოდ. მსგავსი ქმედებებით თქვენ კიდევ ერთ მტერს იძენთ, რომელიც მწარედ იძიებს შურს“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.

საქართველოდან დაღესტნელი მოჯაჰედების მიქაელ ქადოევის და მაგომედ მაგომედოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. მიქაელ ქადოევი გასული წლის ბოლოს დაიკარგა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. მაგამედ მაგამედოვს კი 19 აპრილიდან ვეღარ პოულობენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მოიკვლია, რომ დაკარგული მოჯაჰედების კვალი შსს-მდე მიდის. ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეგახსენებთ, „კავკასიის ემირატს“ თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს. უმაროვი თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტად 2006 წლის ივნისში გამოცხადდა - მას შემდეგ, რაც წინამორბედი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აბდულ ხაკიმ სადულაევი მოკლეს. მალევე დოკუ უმაროვმა საკუთარი თავი „კავკასიის ემირატის“ ემირად გამოაცხადა, მოგვიანებით კი პასუხისმგებლობა აიღო რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმაზე, მათ შორის, მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებაზეც, რომლის დროსაც 40 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.

ამ თემაზე:

Disappeared Mojaheds

სხვა ამბები

9 აპრილს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. დაწვრილებით  

ივლისიდან თუშეთს ინტერნეტი ექნება

თუშეთში, ათამდე სოფელს, 2017 წლის ივლისიდან ინტერნეტი ექნება. თუშეთი ფიქსირებული რადიო ქსელით კახეთის რეგიონს, კერძოდ კი თელავის რაიონის სოფელ რუისპირს შეუერთდება. „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელის უჩა სეთურის განცხადებით, ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი 25-30 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30