17:32:35

ფირნიშები
Share |

კობა დავითაშვილი – ტელესერიალების ჩვენება უნდა შეიზღუდოს

კობა დავითაშვილი – ტელესერიალების ჩვენება უნდა შეიზღუდოს„მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი „მოსულა“, ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო და საქილიკო თემა. არ მინდა,  საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი  - თავისი“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი „მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითხოვს.

დეპუტატის განმარტებით, „მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი“ წლების განმავლობაში ფორმალურად არსებობდა, მის მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი კი მოზარდებზე მავნე ზემოქმედების მქონე პროდუქციის გავრცელებაზე სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს.

„საქართველოში არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში. ვინაიდან, რეალურად არ არსებობდა ამოქმედების მექანიზმები. ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან. კერძოდ, ეს  ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ ძალადობის, ასევე ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამური კავშირების წახალისებას და პროპაგანდას. გარკვეულწილად, მე ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები. სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

შეგახსენებთ, ახალი მოწვევის პარლამენტში აქამდე პრეზერვატივების ზოგიერთი სახეობის აკრძალვას ითხოვდნენ. „პრეზერვატივს გააჩნია, მას შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც. თუ იგი გართულებულია გარკვეული ტექნიკური საშუალებებით“, - ამბობდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

„არსებობს ორი სახის პრეზერვატივი, ერთი დაცვისთვის და მეორეს აქვს სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების ფუნქცია. აი, სწორედ ის ვერ გაიყიდება და ესეთი გაიყიდება“, - განიხილავდა კობა დავითაშვილი „პრეზერვატივის“ სახეობებს.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კითხვაზე, რომელიც პრეზერვატივების სახეობებს ეხებოდა, პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა უპასუხა:

„რაც შეეხება განსხვავებებს პრეზერვატივებს შორის, ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდი ექსპერტია ამ საქმის, მე ძალიან მოკრძალებული ვარ, საოჯახო მასშტაბებით ვმუშაობ, არის საერთაშორისო, აღიარებული ექსპერტი და მას მოვუხმოთ, ბატონი მიხეილ სააკაშვილი უკეთ გაგცემთ პასუხს“.

მოგვიანებით ინიციატივის ავტორმა თამთა ჭუმბურიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომ კანონში არანაირი ცვლილების შეტანა არ იგეგმება პრეზერვატივებთან დაკავშირებით, თუმცა კანონშივე წერია:

„თამბაქოსა და სექსუალური პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით“.

ამის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბიძინა გუჯაბიძემ პროექტი დეპუტატების ჩაცმულობასთან დაკავშირებით მოამზადა. პროექტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა „საპროტოკოლო – საქმიანად ან ეროვნულად“ ჩაიცვან. გუჯაბიძის განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზანი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა. გუჯაბიძეს მიაჩნია, რომ დეპუტატები სხდომათა დარბაზში მოკლე კაბით ან სპორტულად ჩაცმულები არ უნდა დადიოდნენ. მისი თქმით, სასურველია მამაკაცები კლასიკურად იყვნენ ჩაცმულები (შარვალი, პიჯაკი, ჰალსტუხი), ან ეროვნული ტანსაცმელი ატარონ (ჩოხა).

სხვა ამბები

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 26 27 28 29 30