19:45:33

ფირნიშები
Share |

სტიქიით დაზარალებულთა სიები (მეორე ეტაპი)

სტიქიით დაზარალებულთა სიები (მეორე ეტაპი)რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთში სტიქიით დაზარალებული 2000 ბენეფიციარის სია (მეორე ეტაპი) გამოაქვეყნა. სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ტრანშის ფარგლებში, დაზარალებულებს კომპენსაციების მიღება დღეიდან შეუძლიათ.

ორივე ეტაპზე სულ გამოქვეყნებულია 4768 ბენეფიციარის სია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ბენეფიციარებს თანხის აღება კახეთში ბანკ „ქართუს“ თელავის ფილიალში შეულიათ. თანხის განაღდება შესაძლებელია ბანკ „ქართუს“ თბილისის ფილიალებშიც.

შეგახსენებთ, 2012 წლის 19 ივლისს, ქარბორბალას და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და საგარეჯოს რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. დაისეტყვა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძიანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ფონდმა „ქართუმ“, ოფიციალური ინფორმაციით, 100 მილიონამდე ლარი გამოყო. სტიქიით დაზარალებულთა სიაში 29 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული.

 

იხილეთ დაზარალებულთა სიები

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

 

პირველი ეტაპის სიები 

სხვა ამბები

შავ ზღვაში ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება

შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის წევრების ძებნა-გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.  დაწვრილებით  

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში პედაგოგებს გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებენ

ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში „ჰელსიკორი“ პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქცია გაიმართება. აქციის ფარგლებში კარდიოლოგისა და ანგიოლოგიის კონსულტაციებთან ერთად ყველა პედაგოგს შესაძლებლობა ექნება უფასოდ ჩაიტაროს კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (სისხლძარღვთა დუპლექსონოგრაფია და ექოკარდიოსკოპია). დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 13.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast6°C1.7m/s
0mm
ხუთშაბათი 14.12.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-southeast4°C1.6m/s
0mm
პარასკევი 15.12.17 10:00-16:00
Clear skyfrom south-southeast2°C0.4m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< იანვარი 2013 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 26 27
28 29 30 31