04:53:55

ფირნიშები
Share |

ბატონო მინისტრო, სად გაქრა დაღესტნელი მოჯაჰედი?

ბატონო მინისტრო, სად გაქრა დაღესტნელი მოჯაჰედი?საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დაღესტნელი მოჯაჰედის, „კავკასიის იმირატის“ წევრის, 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების ფაქტს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს კი აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ქადოევი 13 დეკემბერს დააკავეს. დაკავებული გზიდან გაუჩინარდა, როცა ის სამართალდამცავებს თბილისში გადაჰყავდათ. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

„ქადოევი დაკავებული არ ყოფილა. მას ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა. მას უკანონოდ არ გადმოუკვეთავს საზღვარი. ალბათ საქართველოში იქნება. მეორეს დაკავებას ვადასტურებთ“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაღესტნელი მოჯაჰედების, 23 წლის მაგამედ მაგამედოვის და 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების შესახებ ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა. ოფიციალური ინფორმაციით, მაგამედოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის სასჯელაღსრულების გლდანის N8 დაწესებულებაშია მოთავსებული. პროკურატურა მაგამედოვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 344–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებაა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გადამოწმებული ინფორმაციით, მაგამედოვი საქართველოში 2012 წლის მაისში, საქართველო – რუსეთის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით შემოვიდა. 6 თვის განმავლობაში მაგამედოვი პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. რაც შეეხება ქადოევს, ის საქართველოში ერთი წლის წინ, თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ის მანამდე ცხოვრობდა. მას თბილისში, ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. ქადოევს და მაგამედოვს ურთიერთობა ჰქონდათ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებთან, კერძოდ, კახეთის სამმართველოს უფროსთან სანდრო ამირიძესთან და ამავე სამმართველოს თანამშრომელთან ემზარ მაჩალიკაშვილთან, რომელიც პანკისის ხეობას კურირებს. მათ იცოდნენ, რომ მაგამედოვი და ქადოევი საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

მაგამედ მაგამედოვი ადასტურებს, რომ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, 13 დეკემბერს, ბათუმში, სადაც აჭარელ მუსლიმთან სტუმრად იმყოფებოდნენ, მასთან ერთად მიქაილ ქადოევიც დააკავეს და თბილისში ორივე გადმოჰყავდათ სხვადასხვა მანქანით, თუმცა ვიდრე თბილისში შემოვიდოდნენ, გორში გაჩერდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გზაში უთხრეს, რომ ქადოევი გაიქცა. „სანამ თბილისში შემოვიდოდით, მანქანები გააჩერეს. რამდენიმე წუთი გაჩერებული ვიყავით. მერე უცებ ხელებზე ბორკილები დამადეს. როცა ვიკითხე რა მოხდა მეთქი, ქადოევი გაიქცაო. როგორ გაიქცა, არ ვიცი. პოლიციელები შეიარაღებულები იყვნენ“, – აღნიშნავს მაგამედ მაგამედოვი.

დაზუსტებული ინფორმაციით, მაგამედ მაგამედოვზე და მიქაელ ქადოევზე რუსეთის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მაგამედოვი განმარტავს, რომ დაღესტნის რესპუბლიკაში ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იდევნებოდა, რამდენჯერმე თავში დაჭრეს კიდეც, რის გამო ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა და თავი საქართველოს შეაფარა. ქადოევს ინტერპოლიც ეძებს.

გელა მთივლიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სხვა ამბები

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო.

დაწვრილებით  

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31