17:32:49

ფირნიშები
Share |

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლესთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე  ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა. სპეცოოპერაციის შედეგად დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრის ლიკვიდაცია. მათ შორის 2 საქართველოს მოქალაქე იყო.

სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყემალაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია. 24 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გიორგი კერესელიძემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია. ჩატაევი თავს დამნაშავედ არ სცნობს. მას დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთეს.

ჩატაევს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავს. უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩეჩენი ლტოლვილი უკანონო პატიმარია და მის წინააღმდეგ სს საქმის შეწყვეტას ითხოვს.

ჩატაევის გათავისუფლების მოთხოვნით ჩეჩნებმა საპროტესტო აქციები გამართეს როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

JavaScript is disabled!
To display this content, you need a JavaScript capable browser.

 

სხვა ამბები

თელავში ბუნებრივი აირით სამი თვის ბავშვი მოიწამლა

თელავში, ბუნებრივი აირი გაჟონვის შედეგად სამი თვის ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ჩვილი გვიან ღამით თელავის ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწვრილებით  

ახმეტასა და ლაგოდეხში იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს [Video]

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ახმეტასა და ლაგოდეხში ორი პირი დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< დეკემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31