06:57:11

ფირნიშები
Share |

კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი მიმალვაში იმყოფება

კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი მიმალვაში იმყოფებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ დავით ლორთქიფანიძემ თავის ყოფილ უფროს ზურაბ ლალიაშვილთან ერთად სოფელ წინანდალში მცხოვრებ ალექსანდრე მეგუთნიშვილზე სხვადასხვა სახის ზეწოლა განახორციელა, რის შედეგადაც მეგუთნიშვილმა 2011 წლის მარტში შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ერთი „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ და ორი „ტოიოტა კამრი“ შეუძინა. აღნიშნული დანაშაული 5 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს კახეთის მთავარი სამმართველოს და საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დავით ლორთქიფანიძე უკვე დააკავეს. დავით ლორთქიფანიძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ძმაა.

ზურაბ ლალიაშვილის სახელი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის წევრის ზვიად ხვედელიძის დაპატიმრებას.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხვედელიძე თბილისის აეროპორტში 2 დღის წინ დააკავეს. ხვედელიძე საქართველოში ბელორუსიიდან დაბრუნდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებდა. ზვიად ხვედელიძე საქართველოდან 10 თვის განმავლობაში გაქცეული იყო. მისი თქმით, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი ზურაბ ლალიაშვილი წინასაარჩევნოდ აგენტობას აიძულებდა. საქართველოდან წასვლის შემდეგ გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალი ქალის გაუპატიურების მცდელობაში დასდო, გურჯაანის სასამართლომ კი 2012 წლის 12 იანვარს, დაუსწრებლად, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ხვედელიძის საქმეზე ჟურნალისტური გამოძიება კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა. ცენტრის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხვედელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაგებულ მახეში გაება. მას ბრალად გაუპატიურების მცდელობა წაუყენეს, დაზარალებულად ცნობილი ქალბატონი კი პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარია, რომელიც კუდ–თან თანამშრომლობდა.

სხვა ამბები

სოფელ მუკუზანში მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მაღაზიის მფლობელმა მაია მელიქიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, წაღებულია სალაროში არსებული ფული და გატეხილია „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი. დაწვრილებით  

ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ოთხშაბათი 28.06.17
11:00-12:00
Clear skyfrom east-southeast25°C1.0m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east26°C1.5m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom north-northeast26°C1.9m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east25°C2.3m/s
0mm
პარასკევი 30.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast25°C1.3m/s
0mm
შაბათი 01.07.17 10:00-16:00
Clear sky24°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 30