06:12:29

Share |

ახმეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დააწერინეს

ახმეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დააწერინესთელავის შემდეგ, გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ახმეტაშიც დააწერინეს. ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე დღის წინ დანიშნული 25 წლის ბექა ბაიდაური ადასტურებს, რომ თანამშრომლებს განცხადებების დაწერა მან მოსთხოვა. მისი თქმით, თანამშრომლებს კომპენსაცია არ მიეცემათ, რადგან სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე მიდიან.

„საარჩევნოდ იყო ძალიან გაბერილი კადრები. ამიტომ, ასეთი რამ გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლები განცხადებებს დაწერენ, ამ შემთხვევაში მათი უფლებებიც დაცული იქნება.

– სამსახურიდან ათავისუფლებთ და ამისათვის განცხადებების დაწერა მოსთხოვეთ. როგორ იქნება მათი უფლებები დაცული?

– განცხადების დაწერა არ ნიშნავს, რომ ვინც განცხადებას დაწერს ყველა წავა. განვიხილავთ და კვალიფიციურ კადრებს შევინარჩუნებთ. საკუთარი სურვილით წასვლა სხვაა, გათავისუფლება სხვა. თავისი ნებით როცა მიდის ადამიანი, სხვა სამსახურის შოვნა უფრო ადვილია, ვიდრე იმ შემთხვევაში, დისციპლინური გადაცდომის გამო რომ ათავისუფლებს ხელმძღვანელი. ამ შემთხვევაში ჩვენი დროც დაიზოგება და ადგილობრივი ბიუჯეტიც.

– გათავისუფლებულ თანამშრომლებს ფულად კომპენსაციასაც არ მისცემთ?

–არა, კომპენსაცია არ მიეცემათ. საკუთარი განცხადების საფუძველზე მიდიან და რაღა უნდა აუნაზღაურდეთ?

– საკუთარი სურვილით ხომ არ მიდიან სამსახურიდან, თქვენ მოსთხოვეთ.

– მე კი არ ვავალდებულებ განცხადება დამიწერონ, თუ არ დამიწერს, თავის ნებაა, მე უბრალოდ შევთავაზე. ახლა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მოადგილეები წერენ განცხადებებს, დანარჩენები შემდეგში“.

შეგახსნებთ, რომ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ზურაბ ყურაშვილის დანიშვნისთანავე, სამსახურიდან წასვლის შესახებ უთარიღო განცხადებები დააწერინეს თელავის გამგეობის თანამშრომლებსაც. ზურაბ ყურაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ახალი გამგებლის დანიშვნისას თანამშრომლებმა განცხადებები უნდა დაწერონ, რადგან ეს დაუწერელი კანონია.

„დაუწერელი კანონია. როცა იცვლება ხელმძღვანელობა, ყველა წერს განცხადებას. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არავისზე, თანამშრომლები შემეკითხნენ კიდეც, განცხადებებზე თვე და რიცხვი მივუთითოთ თუ არაო. მე არ მინახავს არცერთი განცხადება და არც ვაქცევ ყურადღებას თარიღი აქვს თუ არა. ძალიან გაბერილია შტატები და შემცირებას ვაპირებ“, - განაცხადა ყურაშვილმა.

ყურაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ თელავის შტაბს ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტია ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ბექა ბაიდაურიც. ის ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარია ქინქლაძის განცხადებით, რომელიც თანამდებობაზე ასევე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, გამგეობიდან თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს გამგებელი წყვეტს. „რა მოტივით ათავისუფლებს, ჩემთვის უცნობია. არცერთი თანამშრომელი ჩემთან არ მოსულა და არ მოუმართავს“, – განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გუშინ, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრემიერ – მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას მიმართა. ადამიანის უფლებათა ცენტრი თვითმმართველობის ორგანოებიდან და საპატრულო პოლიციიდან მოქალაქეთა უმიზეზოდ გათავისუფლებას აპროტესტებს. უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ მოუწოდა მთავრობას, არ დაუშვან ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, თავი აარიდონ საკადრო ცვლილებებში ნეპოტიზმის გამოვლენას და უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვა.

ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ფირნიშები

სხვა ამბები

სოფელ მუკუზანში მაღაზია გაქურდეს

გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც მაღაზიის მფლობელმა მაია მელიქიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, წაღებულია სალაროში არსებული ფული და გატეხილია „თი ბი სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატი. დაწვრილებით  

ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს

8 მარტს „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 01.05.17
10:00-12:00
Clear skyfrom north18°C0.8m/s
0mm
12:00-18:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom east-northeast21°C1.6m/s
0mm
სამშაბათი 02.05.17 12:00-18:00
Light rainfrom east21°C2.0m/s
0.6mm
ოთხშაბათი 03.05.17 12:00-18:00
Rainfrom north14°C1.4m/s
2.5mm
ხუთშაბათი 04.05.17 10:00-16:00
Cloudyfrom northwest16°C1.0m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30