04:54:12

ფირნიშები
Share |

ამნისტია ყველა პატიმარს შეეხება

ამნისტია ყველა პატიმარს შეეხებახელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალ წლამდე იმ პატიმართა ამნისტია იგეგმება, რომელთაც 0-დან 5 წლამდე აქვთ სასჯელი. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე მსჯავრდებულებს კი სასჯელი მინიმუმ 1/3-ით შეუმცირდებათ. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

პროექტს დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე აწერენ ხელს. მისი განხილვის პროცესი კანონპროექტების განხილვის ვადების დაცვით წარიმართება. „პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სთხოვა, ვადები დაიცვან, მაგრამ განხილვის პროცესი არ გაახანგრძლივონ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით ამნისტია ყველა პატიმარს შეეხება.

„გათვალისწინებული იქნება სასჯელთა შეკრებითობაც. ეს ნიშნავს შემდეგს - შესაძლოა ადამიანი იხდიდეს სასჯელს ორი ან სამი დანაშაულისთვის ერთდროულად, მაგრამ სამივე მსუბუქი დანაშაული იყოს, რომლისთვის პასუხისგება არ ითვალისწინებს 5 წელზე მეტს. ამ შემთხვევაში სამივე ეს სასჯელი გაუქმდება და ის გათავისუფლებული იქნება. თუ მარტო ერთი დანაშაულის გამო აქვს მისჯილი, რომელიც 7 ან 8 წელს ითვალისწინებს, მაგრამ მიუსაჯეს 5, ამ შემთხვევაში მას გაუნახევრდება, ან 1/3-ით შეუმცირდება. თუ პირველად ჩაიდინა დანაშაული - გაუნახევრდება, თუ მეორედ, მესამედ და ა.შ. 1/3-ით შეუმცირდება. რაც შეეხება ქალებს, რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი, გაუნახევრდებათ - ეს ამნისტია იმ უსამართლო რეჟიმის აღიარებაა, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული. არ ვიცით, ეს ადამიანები სწორად გასამართლდნენ თუ არა, სწორედ ამიტომ სასჯელი ყველა პატიმარს შეუმსუბუქდება, მათ შორის იმათაც, რომლებიც ჯერ 2004 წლამდე დაიჭირეს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.

„რაკი ამნისტია შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პირებსაც, საპარლამენტო უმცირესობის წევრ ეკა ხერხეულიძის აზრით, ეს ნიშნავს, რომ ინიციატორებს არ აქვთ მსჯავრდებულთა საქმეები შესწავლილი, სურთ საზოგადოების ერთი ნაწილის გულის მოგება, მაგრამ „საზოგადოება სულ ცოტა ხანში იწვნევს ამ ამნისტიის შედეგებს“.

ასევე ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე პირებს ამნისტია არ უნდა შეეხოთ: „არა იმიტომ, რომ ეს საზოგადოების გაღიზიანებას გამოიწვევს, არამედ საშიშია და ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული“.

ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ პატიმრებს არათუ 1/3-ით, უფრო მეტითაც უნდა შემცირებოდათ მსჯავრი: „პატიმრები, ფაქტობრივად, ტუსაღობაში იყვნენ და ერთი დღე ორ დღედ უნდა ჩაეთვალოთ“, რადგან ისინი იყვნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და „ნამდვილად არ არის საგანგაშო, რომ ამნისტია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც შეეხებათ...“ - აღნიშნავს ჭკადუა.

სხვა ამბები

მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

დაწვრილებით  

სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე რუსეთის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 24 661 51 ლარი შეადგინა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 24.08.17
09:00-12:00
Clear skyfrom northeast24°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Clear skyfrom east27°C3.5m/s
0mm
18:00-00:00
Clear skyfrom east-northeast28°C2.8m/s
0mm
პარასკევი 25.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.3m/s
0mm
შაბათი 26.08.17 12:00-18:00
Clear skyfrom east26°C2.5m/s
0mm
კვირა 27.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east23°C2.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30