17:31:30

ფირნიშები
Share |

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს

„დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
„ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს  „დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

„ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

სხვა ამბები

საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება - WHO

საქართველოში, თამბაქოს მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3000 პასიური მწეველია. აღნიშნული საგანგაშო მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს.

დაწვრილებით  

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
კვირა 25.02.18
22:00-00:00
Partly cloudyfrom west-southwest4°C2.2m/s
0mm
ორშაბათი 26.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom north-northeast6°C1.8m/s
0mm
სამშაბათი 27.02.18 12:00-18:00
Partly cloudyfrom east3°C2.0m/s
0mm
ოთხშაბათი 28.02.18 10:00-16:00
Clear skyfrom southwest6°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ნოემბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30