14:54:36

ფირნიშები
Share |

პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა

პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნასაქართველოს პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა. გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ღვინიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 1972 წლის 6 ივნისს დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. 1998 – 2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM). 2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. „სამართლიანი არჩევნები აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების პროცესში. ორგანიზაციამ არჩევნები უარყოფითად შეაფასა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში. 2012 წლიდან იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

პრეზიდენტმა ახალი გუბერნატორები დანიშნა სხვა რეგიონებშიც. იმერეთში ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთში ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში გიორგი ჭელიძე.

„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი იყენებს თავის უფლებამოსილებას“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

სხვა ამბები

გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა

ქალაქ გორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე სკვერი და საფეხბურთო მოედანი მოეწყობა. გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 50 ათასი, ხოლო სპორტული მოედნისთვის 93 ათასი ლარი გამოყო.

დაწვრილებით  

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება

მიწის რესგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2018 წლის 1-ელ ივლისამდე გრძელდება. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მიწის დასარეგისტრირებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 20.01.18
19:00-00:00
Fair1°C0.6m/s
0mm
კვირა 21.01.18 12:00-18:00
Fairfrom northeast6°C0.2m/s
0mm
ორშაბათი 22.01.18 12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast8°C1.2m/s
0mm
სამშაბათი 23.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest6°C1.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31