04:09:10

ფირნიშები
Share |

სიღნაღის საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უჩივლეს

სიღნაღის საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უჩივლესადამიანის უფლებათა ცენტრმა სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კორაშვილის, კომისიის წევრების და რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, სოველ ვაქირში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაყალბების გამო, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ მოძიებული მასალებით, საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრებისგან მიღებული ახსნა – განმარტებებით და 3 ოქტომბერს, სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიის სხდომაზე გადაღებული ვიდეოჩანაწერით, დასტურდება, რომ საოლქო – საარჩევნო კომისიამ N5 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი გააყალბა.

როგორც ცნობილია, ცესკო–ს მონაცემებით, საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში, სიღნაღის საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა“ ლევან ბეჟაშვილმა გაიმარჯვა 48,7%–ით (10 124 ხმა). „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს 47,19% (9 811 ხმა) აქვს. ცესკოს–ს მონაცემებით, ბეჟაშვილი გელაშვილს 313 ხმით უსწრებს.

„ქართული ოცნება“ სადავოდ ხდის N5 ვაქირის საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ცესკო–ს ვებგვერდზე ატვირთული აღნიშნული უბნის ოქმის მიხედვით, ლევან ბეჟაშვილს 436 ხმა აქვს მიღებული, გელა გელაშვილს კი 146. ოქმი 2 ოქტომბრით, 01:25 საათით არის დათაღირებული, თუმცა მას კომისიის 5 წევრის ხელმოწერა არ აქვს.

არსებობს ვაქირის მე–5 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მეორე ოქმიც, რომელსაც კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა აქვს, ბეჭდითაც დამოწმებულია და რომლის მიხედვითაც ლევან ბეჟაშვილს 207 ხმა აქვს მიღებული, ხოლო გელა გელაშვილს 377 ხმა. არჩევნების შედეგების ამ ოქმით შეჯამების შემთხვევაში, საერთო ჯამში ლევან ბეჟაშვილი 9 895 ხმას იღებს, ხოლო გელა გელაშვილი 10 042 ხმას.

სოფელ ვაქირის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბიჭიკო ჯებირაშვილმა და კომისიის წევრებმა, გუშინ, საოლქო – საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებელიც ესწრებოდა, დაადასტურეს, რომ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც სიღნაღში არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იგებს, გაყალბებულია.

 

ამ თემაზე:

დავა სიღნაღში - „ოცნებამ“ მოიგო, ლევან ბეჟაშვილმა ხმები მოიპარა (Photos - Videos) 

სხვა ამბები

უკრაინაში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეიას მახლობლად, საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ბალაკლეიადან 20 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დაწვრილებით  

ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ერთი თვის წინ საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით მოათავსეს. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 23.10.17
08:00-12:00
Clear skyfrom southwest7°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom north-northeast15°C1.3m/s
0mm
18:00-00:00
Partly cloudyfrom south11°C0.7m/s
0mm
სამშაბათი 24.10.17 12:00-18:00
Partly cloudy12°C0.7m/s
0mm
ოთხშაბათი 25.10.17 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast16°C0.5m/s
0mm
ხუთშაბათი 26.10.17 10:00-16:00
Fairfrom west17°C0.3m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31