10:02:32

Share |

მარიკა ვერულაშვილი – თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები

მარიკა ვერულაშვილი – თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები„ასაჩივრებენ, მესაზღვრეებმა რატომ მიიღეს მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებშიო, არადა საარჩევნო კოდექსით მათ ამის უფლება აქვთ. სხვა რაიონებში ჩემმა კოლეგებმა თავის კონკურენტებს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ დავით ქევხიშვილი, იმის ნაცვლად რომ მომილოცოს, რაღაც საზიზღრობებზე მიდის“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ პრეტენზია ჩანთლისყურის საარჩევნო უბანზეც აქვს. „ამბობენ, ოქმი არ გაგვაცნესო, რაც ტყუილია. ამ უბნის გაუქმების შემთხვევაში, გამარჯვებული მაინც მე ვარ. თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები“, – აღნიშნა ვერულაშვილმა.

ცესკოს მონაცემებით, მარიკა ვერულაშვილს 9 927 ხმა აქვს მიღებული (50,15%), ხოლო დავით ქევხიშვილს 9 122 ხმა აქვს (46.08%).

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ლადო ალადოშვილის განცხადებით, მარიკა ვერულაშვილის მხარდასაჭერად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წინა ღამით, ამომრჩევლებს 50-დან 500 ლარამდე თანხა დაურიგეს. „ღამე პირდაპირ სახლებში შედიოდნენ და ხალხს ფულს უხდიდნენ როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში. მანამდე ზოგს ჭერი გადაუხურეს, კრამიტი და შიფერი მისცეს. ისეთი ტერორი და შანტაჟი მიდიოდა, ხალხი დეპრესიაშია ჩავარდნილი“, – განაცხადა ალადოშვილმა. მისივე თქმით, რამდენიმე ამომრჩეველმა განაცხადა, რომ მზად არის მოსყიდვის შესახებ ჩვენება საჯაროდ მისცეს, რის გამოც კოალიციას კიდევ დამატებითი საჩივრები შეაქვს.

ფირნიშები

სხვა ამბები

ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები მსურველებს უფასოდ გადაეცემა

პროექტის „ფისტა ჩვენს ოჯახში“ ფარგლებში ბენეფიციარებს ძვირადღირებული კაკლის - ფისტას ნერგები უსასყიდლოდ დაურიგდებათ. დაინტერესებულმა პირებმა „საქართველოს ფისტას ასოციაციის“ სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული.

დაწვრილებით  

კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი ზურაბ მაისურაძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. გასული წლის დეკემბერში, მაისურაძე ვილნიუსის აეროპორტში ლიტვურმა სპეცსამსახურებმა რუსეთის მოთხოვნით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. დაწვრილებით  

ფოტო

News image

ეთიოპიის გოგირდოვანი წყაროები კარლ კორტის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

ბრაკონიერის ჩვენება - მგელი მეგონა, შემეშინდა, ვესროლე და შველი ყოფილა

ვიდეო

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე სოფელ ჩანტლისყურეში

  • ამინდი
  • ვალუტა
სამშაბათი 28.03.17
14:00-18:00
Clear skyfrom west-northwest9°C3.2m/s
0mm
18:00-00:00
Clear sky8°C3.1m/s
0mm
ოთხშაბათი 29.03.17 12:00-18:00
Clear skyNNW10°C2.8m/s
0mm
ხუთშაბათი 30.03.17 12:00-18:00
Clear skyfrom east9°C2.5m/s
0mm
პარასკევი 31.03.17 10:00-16:00
Cloudyfrom northeast11°C0.1m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ოქტომბერი 2012 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31