15:34:44

ფირნიშები

ველისციხეში აღმოჩენილი ნახატები შესაძლოა ფიროსმანს ეკუთვნოდეს

ნახატისოფელ ველისციხეში აღმოჩენილი 2 ნახატი შესაძლოა ფიროსმანს ეკუთვნოდეს. ნამუშევრები საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კედელზეა შესრულებული. ერთ-ერთ სურათზე ორთქმავალია დახატული, ხოლო მეორეზე საწნახელი წარწერით „შენ გვაცხონე მარანო“.

ვრცლად

 

მგფ 2010 წელს კახეთში 11 პროექტს განახორციელებს

გზა2010 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში თერთმეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტების საერთო ღირებულება 12 600 000 ლარია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აცნობეს, ახმეტის რაიონში დაგეგმილია ახმეტის გზებისა და კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. პროექტის ღირებულებაა 1 400 000 ლარი;

ვრცლად

 

სტიქიით დაზარალებული უზუნთალას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

სტიქიით დაზარალებულნილაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 2009 წლის ოქტომბერ - ნოემბერში წყალდიდობის შედეგად სოფელი თითქმის მთლიანად დაიტბორა. მდინარე კაბალიდან გადმოვარდნილმა წყალმა ნაკვეთები ქვა - ღორღით გაავსო, რის გამოც ადგილობრივები მის დამუშავებას ვერ ახერხებენ.

ვრცლად

 

სახალხო დამცველი კახეთის მედიას და არასამთავრობოებს შეხვდება

image

ხვალ, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდება.

 

ვრცლად

 

სოფელ ჭერემს 16 წელია ელექტროენერგია არ მიეწოდება

imageგურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობა 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობის აღდგენას დაახლოებით 300 ათასი ლარი სჭირდება. ეს ხარჯები 2010 წლის ბიუჯეტის პროექტშიც არ არის გათვალისწინებული.

ვრცლად

 

დაპირისპირება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

image

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი ელდინო ჯანგულაშვილი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეს დავით მახაშვილს კორუფციაში ამხელს.

ვრცლად

 

გრემის სათემო სახლის ბინადართა რიცხვი იზრდება

imageყვარლის რაიონის სოფელ გრემში, სათემო სახლის ბინადართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. ორი თვის წინ თუ სათემო სახლს 84 ბინადარი ჰყავდა, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 100-ზე მეტია.

ვრცლად

 

ჟურნალისტების დამრბევი პოლიციელი პოლიციის უფროსად დანიშნეს

image

შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორი იაგო კოჭლამაზაშვილი, რომელიც ჟურნალისტების  დარბევაში მონაწილეობდა, წნორის პოლიციის უფროსად დანიშნეს.

ვრცლად

 

საქობოს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

image

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობა ჰოლანდიის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი გრანტის ხარჯვის კანონიერების შესწავლას ითხოვს.

 

ვრცლად

 

გვერდი 29 / 29

სხვა ამბები

თელავში ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს

ქალაქ თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და პარლამენტის ყოფილი წევრი ვასილ დავითაშვილი დაჭრეს. დაჭრილი თელავის რეფერალურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაწვრილებით  

ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ექსტრემისტული დაჯგუფება იუწყება, რომ ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მონაწილე მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცი იყო.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 17.08.17
20:00-00:00
Cloudyfrom west-northwest22°C1.3m/s
0mm
პარასკევი 18.08.17 12:00-18:00
Fairfrom northeast23°C1.3m/s
0mm
შაბათი 19.08.17 12:00-18:00
Fairfrom east26°C2.2m/s
0mm
კვირა 20.08.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast25°C1.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აგვისტო 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31