17:32:20

ფირნიშები

ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული საქმე ამ დრომდე გაუხსნელია

getImageგორის სამხედრო ნაწილში 19 წლის კობა მახარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე გაუხსნელია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ჯარისკაცი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ვრცლად

 

თელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ქალი გარდაიცვალა (Video)

თელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ქალი გარდაიცვალათელავის სამშობიარო სახლში 22 წლის ხათირა უქანოვა გარდაიცვალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მამიდამ გულნარა მახაროვამ განუცხადა, გოგონამ 1 ივლისს საკეისრო კვეთით იმშობიარა, საავადმყოფოდან ის 4 ივლისს გაწერეს, 5 ივლისს კი გოგონა ავად გახდა, რის გამოც ისევ სამშობიაროში გადაიყვანეს.

ვრცლად

 

ვარაუდობენ, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ელექტროშოკით წამება გახდა

ვარაუდობენ, რომ პატიმარი ელექტროშოკით აწამეს, რის გამოც გარდაიცვალაციხის სამედიცინო დაწესებულებაში ორი თვის წინ გარდაცვლილი პატიმრის 47 წლის გიორგი ლ–შვილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის ელექტროშოკით იყო ნაწამები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. გიორგი ლ–შვილს ნარკოტიკული დანაშაულისთვის 28 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სასჯელს ის 2007 წლიდან იხდიდა. პატიმარი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ვრცლად

 

ვანო მერაბიშვილი – ქართულ მედიას ბოდიშს ვუხდი

ვანო მერაბიშვილი – ქართულ მედიას ბოდიშს ვუხდი „ქართულ მედიას ბოდიშს ვუხდი, რადგან რუსულ მედიასთან უფრო ვურთიერთობდი, ვიდრე მათთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გამართულ შეხვედრაზე.

ვრცლად

 

კახეთის გუბერნატორი და სკოლის დირექტორები რესტორანში ქეიფობენ (videos)

კახეთის გუბერნატორი და სკოლის დირექტორები რესტორანში ქეიფობენკახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც ამავე დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად, გურჯაანში, სასტუმრო „რები გურჯაანის“ რესტორანში ქეიფობს.

ვრცლად

 

მმართველი პარტია თელავში გიორგი ბოტკოველს წარადგენს, დედოფლისწყაროში ზაზა კედელაშვილს

მმართველი პარტია თელავში გიორგი ბოტკოველს წარადგენს, დედოფლისწყაროში ზაზა კედელაშვილსწელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, თელავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბოტკოველს წარადგენს. უკვე ცნობილია სახელისუფლებო პარტიის კანდიდატის ვინაობა დედოფლისწყაროშიც, სადაც კენჭს ძიუდოში ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი იყრის.

ვრცლად

 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) განცხადება

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH)  განცხადებაადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH)  და მისი წევრი ორგანიზაცია საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) შეშფოთებას გამოთქვამენ თიანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის გელა მთივლიშვილის უკანონო დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.

ვრცლად

 

„ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო“

„ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო“ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ლადო ვარძელაშვილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სპორტსმენებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მინისტრმა ვარძელაშვილმა დაუფარავად განუცხადა ევროპის ჩემპიონს ნოდარ მეტრეველს, ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირველების რომ არ გვეშინოდესო.

ვრცლად

 

თიანეთის პოლიციაში ჟურნალისტის შეთრევის ფაქტს კიდევ ორი მოწმე ადასტურებს

თიანეთის პოლიციაში ჟურნალისტის შეთრევის ფაქტს კიდევ ორი მოწმე ადასტურებს20 მაისს, თიანეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებისა და პოლიციის შენობაში შეთრევის ფაქტს კიდევ ორი მოწმე ადასტურებს. თვითმხილველებმა ახსნა - განმარტებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს მისცეს.

ვრცლად

 

სიღნაღში ამერიკელ მეპატრონეს „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინეს

სიღნაღში ამერიკელ მეპატრონეს „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინესსიღნაღში მცხოვრებ ამერიკელს ჯონ უერდმანს ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ ფართის მიქირავებაზე უარი ათქმევინეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჯონ უერდმანის ცოლის ძმამ შალვა მინდორაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ რაც ფართის გაქირავების თაობაზე მომზადებული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრის სააგენტოში წარადგინეს, უერდმანს ტელეფონით დაუკავშირდნენ და გააფრთხილეს, რომ „მეცხრე არხისთვის“ ოფისის მიქირავებაზე უარი ეთქვა.

ვრცლად

 

ია ანთაძე: „შოთა უტიაშვილის განცხადება ძალიან ცინიკურად ჟღერს"

ია ანთაძე: „შოთა უტიაშვილის განცხადება ძალიან ცინიკურად ჟღერსმედია - ექსპერტი ია ანთაძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის გელა მთივლიშვილის დაკავებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. ანთაძის თქმით, მაშინ როცა გელა მთივლიშვილის მსგავს მებრძოლ და აქტიურ ადამიანს ასე ექცევა პოლიცია, ამის ფონზე რიგითი მოქალაქეები განსაკუთრებით დაუცველები არიან. ანთაძე შიშობს, რომ თუ კი არჩევნებამდე ჟურნალისტებზე ზეწოლა გაგრძელდა სიტუაცია უკონტროლო გახდება.

ვრცლად

 

შსს გელა მთივლიშვილის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

შსს გელა მთივლიშვილის საკითხზე განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კახეთის საინფორმაციო ცენტრი უცვლელად გთავაზობთ:

ვრცლად

 

ზვიად ძიძიგური - ყველა სოფელში, ყოველდღიურად შემოვა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი (video)

ზვიად ძიძიგური - ყველა სოფელში, ყოველდღიურად შემოვა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი (video)

„მთელს საქართველოში, ყველა სოფელში, ყოველდღიურად შემოვა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტი, ერთგვარი ვიდეოპატრული, რომელიც აღრიცხავს არამარტო არჩევნების დღეებში, არამედ აქედანვე, თუკი რამე დარღვევა იქნება, თუკი რამე ძალადობა იქნება და ეს ეცოდინება მთელს მსოფლიოს ძალიან ოპერატიულად“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა გურჯაანში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

ვრცლად

 

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნათუშთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, უღელტეხილი და სოფელ ომალომდე მისასვლელი გზა სრულად არის გაწმენდილი.

ვრცლად

 

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1500-დან 5000 ლარამდე გადაუხდის

„ქართული ოცნება“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1500-დან 5000 ლარამდე გადაუხდისპოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან მოხსნილები დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას მიიღებენ. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ოჯახებს თვეში 1500-დან 5000 ლარამდე გადაუხდიან., - წერს გაზეთი „რეზონანსი“.

ვრცლად

 

ლევან ბეჟაშვილმა შესაძლოა კენჭი სიღნაღში იყაროს

ლევან ბეჟაშვილმა შესაძლოა კენჭი სიღნაღში იყაროსსაქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, შესაძლოა, წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭი სიღნაღის მუნიციპალიტეტში იყაროს.

ვრცლად

 

რატომ დაფრთხნენ ლატვიელი ინვესტორები (video)

laრატომ დაფრთხნენ ლატვიელი ინვესტორები (video)ლატვიის მოქალაქე, ბიზნესმენი მარტინიშ კუნძინში საქართველოს პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. როგორც უცხოელმა ბიზნესმენმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მან საქართველოში ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, თუმცა ქართველმა პარტნიორებმა „გადააგდეს“.

ვრცლად

 

ნაციონალი ზაზა კედელაშვილი ივანიშვილის ფონდიდან ყოველთვიურად 1500 ლარს იღებს

ნაციონალი ზაზა კედელაშვილი ივანიშვილის ფონდიდან ყოველთვიურად 1500 ლარს იღებს„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში ზაზა კედელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუ“-დან ყოველთვიურად, დახმარების სახით, 1500 ლარს იღებს.

ვრცლად

 

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა 15 მაისისთვის გაიხსნება (photo)

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა 15 მაისისთვის გაიხსნება (photo) თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ განუცხადა, თვის ბოლომდე გზის გაწმენდას უღელტეხილამდე ვარაუდობენ, 15 მაისამდე კი ომალომდე.

ვრცლად

 

„ჩეკების გათამაშება“ დაიწყო

„ჩეკების გათამაშება“ დაიწყო შემოსავლების სამსახურმა პროექტი „ჩეკების გათამაშება“ დაიწყო. დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი (ნაღდი ფულით) შესყიდვის დროს მიღებული ჩეკით, მოქალაქე წამახალისებელი გათამაშების მონაწილე გახდება.

ვრცლად

 

გვერდი 3 / 29

სხვა ამბები

პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის ინფორმაციით, 93 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. დაწვრილებით  

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი დააკავა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
შაბათი 24.06.17
22:00-00:00
Clear skyfrom west-southwest18°C1.7m/s
0mm
კვირა 25.06.17 12:00-18:00
Fairfrom east24°C0.7m/s
0mm
ორშაბათი 26.06.17 12:00-18:00
Fairfrom east22°C3.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 10:00-16:00
Clear skyfrom east-northeast21°C0.7m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< ივნისი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30