20:55:23

ფირნიშები

ხათუნა ჩოხელი – ჩემი ძმა ლოპოტას ხეობაში ქართველებმა მოკლეს (Video)

ხათუნა ჩოხელი – ჩემი ძმა ლოპოტას ხეობაში ქართველებმა მოკლეს (Video)2012 წლის აგვისტოში, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის და ხათუნა ჩოხელი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა. „არავითარი გამოძიება არ მიდის, ისეთი არარეალური ფაქტები აქვთ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ჩეჩნების გასროლის შემდეგ დაიღუპა არჩილი. ბევრია კიდევ თანამდებობაზე დარჩენილი, ვისაც არ აწყობს ამ საქმის გამოძიება“, – ამბობს ხათუნა ჩოხელი.

ვრცლად

 

კობა დავითაშვილი – ტელესერიალების ჩვენება უნდა შეიზღუდოს

კობა დავითაშვილი – ტელესერიალების ჩვენება უნდა შეიზღუდოს„მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი „მოსულა“, ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო და საქილიკო თემა. არ მინდა,  საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი  - თავისი“, - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი „მოზარდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ვრცლად

 

„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს

„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს„კავკასიის ემირატი“ საქართველოს ხელისუფლებას ღალატში ადანაშაულებს. საამირო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს თბილისიდან გაუჩინარებულ მოჯაჰედზე მაგომედ მაგომედოვზე. „კავკასიის ემირატის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ მაგომედოვი რუსეთს გადასცა. „ქართული მხარის მორიგი ღალატის შემდეგ ჩვენთვის ნათელია და აღარ გვჯერა ძმური მეგობრობის. ამიერიდან, ყველა ჩვენი მოქმედება იქნება ამ ფაქტის შესაბამისი და ჩვენი ინტერესებით ვიმოქმედებთ“, – აცხადებს „კავკასიის ემირატი“.

ვრცლად

 

რა იცვლება შრომის კანონმდებლობაში

foto_454545გასულ კვირას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „შრომის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა. რა იცვლება შრომის კოდექსში და რა რეკომენდაციები აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“?

ვრცლად

 

თამაზ თამაზაშვილი – „ადეიშვილმა შემომითვალა, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო“

თამაზ თამაზაშვილი – „ადეიშვილმა შემომითვალა, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო“„ადეიშვილთან ერთად სააკაშვილსაც ვუჩივი. სააკაშვილმა ხომ ჩამსვა ციხეში, ამასაც არ დასჯერდა და თავისი გამოსვლებით დიდი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ კრიმინალი ვიყავი. თუ ასე იყო, მაშინ სად იყო 9 წელიწადი? მე არსად წავსულვარ, საქართველოში ვცხოვრობდი“, – აცხადებს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი.

ვრცლად

 

სტიქიით დაზარალებულთა სიები (მეორე ეტაპი)

სტიქიით დაზარალებულთა სიები (მეორე ეტაპი)რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კახეთში სტიქიით დაზარალებული 2000 ბენეფიციარის სია (მეორე ეტაპი) გამოაქვეყნა. სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ტრანშის ფარგლებში, დაზარალებულებს კომპენსაციების მიღება დღეიდან შეუძლიათ.

ვრცლად

 

ბატონო მინისტრო, სად გაქრა დაღესტნელი მოჯაჰედი?

ბატონო მინისტრო, სად გაქრა დაღესტნელი მოჯაჰედი?საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს დაღესტნელი მოჯაჰედის, „კავკასიის იმირატის“ წევრის, 26 წლის მიქაილ ქადოევის დაკავების ფაქტს. კახეთის საინფორმაციო ცენტრს კი აქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ შსს–ს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ქადოევი 13 დეკემბერს დააკავეს. დაკავებული გზიდან გაუჩინარდა, როცა ის სამართალდამცავებს თბილისში გადაჰყავდათ. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ვრცლად

 

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ახმედ ჩატაევი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლესთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ვრცლად

 

პოლიტპატიმრის სტატუსი 190–ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭა

პოლიტპატიმრის სტატუსი 190–ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭასაქართველოს პარლამენტმა „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი დაამტკიცა. პოლიტპატიმრის სტატუსი – 190-ს, პოლიტდევნილის სტატუსი კი 25 პირს მიენიჭა. დადგენილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 14-მა კანონმდებელმა მისცა.

ვრცლად

 

კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი მიმალვაში იმყოფება

კუდ–ის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი მიმალვაში იმყოფებაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ ლალიაშვილი მიმალვაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ვრცლად

 

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია (რედაქტორის სვეტი)

80 წლის ბებო ციხიდან გამოუშვეს, 8 შვილის დედა ისევ პატიმრობაშია (რედაქტორის სვეტი)

გუშინ, 80 წლის ნანა ბებო ციხიდან გამოუშვეს... სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არსებულმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელიც მას შემდეგ, რაც მინისტრად სოზარ სუბარი დაინიშნა, ახალი წევრებით დაკომპლექტდა, ბებო სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

ვრცლად

 

ახმეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დააწერინეს

ახმეტის გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლაზე განცხადებები დააწერინესთელავის შემდეგ, გამგეობის თანამშრომლებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ახმეტაშიც დააწერინეს. ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე დღის წინ დანიშნული 25 წლის ბექა ბაიდაური ადასტურებს, რომ თანამშრომლებს განცხადებების დაწერა მან მოსთხოვა. მისი თქმით, თანამშრომლებს კომპენსაცია არ მიეცემათ, რადგან სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე მიდიან.

ვრცლად

 

ამნისტია ყველა პატიმარს შეეხება

ამნისტია ყველა პატიმარს შეეხებახელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალ წლამდე იმ პატიმართა ამნისტია იგეგმება, რომელთაც 0-დან 5 წლამდე აქვთ სასჯელი. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონე მსჯავრდებულებს კი სასჯელი მინიმუმ 1/3-ით შეუმცირდებათ. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

ვრცლად

 

მექა ხანგოშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რომ ჩატაევი რუსეთს გადასცენ

მექა ხანგოშვილი – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შიშის საფუძველი, რომ ჩატაევი რუსეთს გადასცენსაქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი მექა ხანგოშვილი მიმართავს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაიცვან ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებული ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის ინტერესები.

ვრცლად

 

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს

„დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
„ყველაზე სუსტი წერტილი იყო მკაცრი რეჟიმის დაწესებულებები და სწორედ იქიდან დაიწყო ყოფილმა ხელისუფლებამ ზეწოლები. მათ აქვთ არეულობების გარკვეული ბერკეტები და ამას იყენებენ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. ამ დღეებში გამოვლინდა ერთი რამ – მაშინ როცა გარეთ იყო ხმაური და ამტკიცებდნენ, რომ შიგნით სპეცრაზმია შესული და პატიმრებს სცემენ, სინამდვილეში იყო აბსოლუტური სიწყნარე. შიგნით არაფერი ხდება, თუმცა გარეთ ხდება ვითარების შეგნებული დაძაბვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება არ მოგვეხდინა, თუმცა დღეიდან გატარებული იქნება ყველა ნორმა, რაც კანონშია გაწერილი. უფრო კონკრეტულად, ორთაჭალის N1 დაწესებულებაში გუშინწინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომლებმაც არეულობის მოწყობა სცადეს. ექვსივე მათგანი იქნება დასჯილი. რაც შეეხება ქსანში წუხელ მომხდარ ფაქტს, როცა შეურაცხყოფა მიაყენეს ჯარისკაცს და იყო დაწესებულების ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა, მოკვლევა ამ საქმეზეც დავიწყეთ და მასალები შსს-ს გადაეცა. თავად პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ინციდენტში ფიგურირებდნენ, ამ ეტაპზე არანაირი ღონისძიება არ იქნება გატარებული იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს, იქნება მკაცრი ზომები გატარებული, მათ შორის დაისჯება ყველა ის ადამიანიც, რომელიც იგივეს გამეორებას გარეთ ეცდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

სოზარ სუბარი პატიმრებს და მათ ახლობლებს აფრთხილებს  „დღეიდან ყველა მსჯავრდებული, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. კანონით, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 20 მეტრის პერიმეტრზე არანაირი მიტინგის მოწყობა არ შეიძლება. ყველა, ვინც ამ მითითებას დაარღვევს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული“, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

ვრცლად

 

პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა

პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნასაქართველოს პრეზიდენტმა კახეთის გუბერნატორად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დანიშნა. გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ღვინიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

ვრცლად

 

ციხეებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება 51 ადამიანს მიეცა

ციხეებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება 51 ადამიანს მიეცასასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა იმ პირთა სია დაამტკიცა, რომლებსაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ საპატიმრო დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭათ.

ვრცლად

 

სიღნაღის საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უჩივლეს

სიღნაღის საოლქო კომისიას არჩევნების გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უჩივლესადამიანის უფლებათა ცენტრმა სიღნაღის საოლქო – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა კორაშვილის, კომისიის წევრების და რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, სოველ ვაქირში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაყალბების გამო, საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ვრცლად

 

მარიკა ვერულაშვილი – თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები

მარიკა ვერულაშვილი – თუ ბნელა, გააუქმონ მაშინ 5 უბანი და იყვნენ გამარჯვებულები„ასაჩივრებენ, მესაზღვრეებმა რატომ მიიღეს მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებშიო, არადა საარჩევნო კოდექსით მათ ამის უფლება აქვთ. სხვა რაიონებში ჩემმა კოლეგებმა თავის კონკურენტებს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ დავით ქევხიშვილი, იმის ნაცვლად რომ მომილოცოს, რაღაც საზიზღრობებზე მიდის“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ნაციონალური მოძრაობის“ ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიკა ვერულაშვილმა, რომელმაც ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვა.

ვრცლად

 

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა დაიწყო

მწვანე ბარათის საიმიგრაციო ვიზის გათამაშების პროგრამა დაიწყოსაიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. 2014 წლის მწვანე ბარათის გათამაშების პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდია 2012 წლის 2 ოქტომბრის შუადღიდან (EDT დროით) 2012 წლის 3 ნოემბრის შუადღემდე (EDT დროით).

ვრცლად

 

გვერდი 1 / 29

სხვა ამბები

ქურთი ჟურნალისტი მოსულში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბს ემსხვერპლა

30 წლის ქურთი ჟურნალისტი შიფა გარდი, რომელიც ერაყის ქალაქ მოსულის ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა, ბომბის აფეთებას ემსხვერპლა. აფეთქების შედეგად დაშავდა მისი ოპერატორი. დაწვრილებით  

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის ისეთ ადგილებში შეძენისაგან, სადაც შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები არ არის დაცული. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 26.06.17
01:00-06:00
Clear skyfrom west-southwest15°C1.8m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom north15°C1.7m/s
0mm
12:00-18:00
Fairfrom east22°C3.8m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom east-northeast23°C2.1m/s
0mm
სამშაბათი 27.06.17 12:00-18:00
Fairfrom east-northeast23°C1.1m/s
0mm
ოთხშაბათი 28.06.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast26°C1.5m/s
0mm
ხუთშაბათი 29.06.17 10:00-16:00
Partly cloudyfrom north-northeast24°C1.5m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< თებერვალი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28