09:14:32

ფირნიშები
Share |

პირველი ლედის ძმას სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა სამი თვის წინ  იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს.

„საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 11 იანვარს, მიხეილ მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ბრაუნინგის კონსტრუქციის 1922 წლის მოდელის 7.65 მმ-იანი კალიბრის პისტოლეტი ერთი მჭიდით, მასში მოთავსებული 1900 წლის ნიმუშის 7.65მმ კალიბრის ერთი ცალი ვაზნით. ასევე, მიხეილ მგალობლიშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ამოიღეს ქარხნული წესით წარმოებული, 1934 წლის 7.65 მმ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაკეთებულია 1951 წლის ნიმუშის 9მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. აღნიშნული ნივთები, შესაბამისად, მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კატეგორიას.

ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებულმა დაადასტურა აღნიშნული ნივთების შენახვა და ტარება, თუმცა მიუთითა რომ ისინი მემკვიდრეობით მიიღო მამისგან.

მიუხედავად ნივთის შეძენის ფორმისა, სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილი დამნაშავედ ცნო, რადგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, როგორც სამოქალაქო, თავისუფალი ბრუნვიდან ამოღებული ნივთები, ექვემდებარება სპეციალურ აღრიცხვას და შესაბამისი უფლების რეგისტრაციას“, - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.



 

 

სხვა ამბები

7, 8 და 9 აპრილს მარხვა თევზით ხსნილია

7, 8 და 9 აპრილს მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილი იქნება. დიდმარხვის მეექვსე შვიდეულის პარასკევს, 7 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს ახარა, რომ სულიწმინდით მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცთა მაცხოვარი. დაწვრილებით  

12 აპრილს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 12 აპრილს, ყვარლის, გურჯაანისა და ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობას, ასევე ქალაქ თელავის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოებია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 20.11.17
14:00-18:00
Clear skyfrom east-northeast14°C0.3m/s
0mm
18:00-00:00
Fairfrom northwest9°C1.5m/s
0mm
სამშაბათი 21.11.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east14°C1.6m/s
0mm
ოთხშაბათი 22.11.17 12:00-18:00
Rainfrom northwest6°C3.1m/s
1.5mm
ხუთშაბათი 23.11.17 10:00-16:00
Rainfrom northeast2°C2.5m/s
1.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
25 26 27 28 29 30