22:11:05

ფირნიშები
Share |

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ფონიჭალაში ცოლს და სამი წლის შვილს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ ოჯახის კუთვნილ ოქროს ნივთებს დაეუფლა, კვალის განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.ხ. 2016 წლის 26 ივლისს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, ორი პირის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის მიმართ; დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობა და ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განსასჯელი ბრალს არ აღიარებს.



სხვა ამბები

ვაზისუბანში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის წინ განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. წაღებული თანხის ოდენობა ჯერ უცნობია.

დაწვრილებით  

დავით ნარმანიამ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანმა ე.წ. საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე მომზადებული სიუჟეტით ქარტიის პრინციპები დაარღვია. დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ორშაბათი 29.05.17
02:00-06:00
Clear skyfrom west-northwest14°C2.0m/s
0mm
06:00-12:00
Fairfrom west14°C1.3m/s
0mm
12:00-18:00
Light rain showersfrom east19°C2.4m/s
0.6mm
18:00-00:00
Rain showersfrom east-northeast19°C2.1m/s
4.3mm
სამშაბათი 30.05.17 12:00-18:00
Fairfrom east-southeast20°C1.4m/s
0mm
ოთხშაბათი 31.05.17 12:00-18:00
Partly cloudyfrom east-southeast23°C1.6m/s
0mm
ხუთშაბათი 01.06.17 10:00-16:00
Rain showersfrom west16°C1.5m/s
3.3mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30