18:37:44

ფირნიშები
Share |

გაუგებარია სახალხო დამცველად პირის ხელმეორედ არჩევის შეზღუდვა - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს ეხმაურება. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი შეზღუდვა გაუგებარია და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში არ არსებობს.

„იქ, სადაც ხელმეორედ არჩევა შეზღუდულია, სახალხო დამცველი აირჩევა 5 წელზე მეტი ვადით. ამასთან, გაუგებარია მსგავსი შეზღუდვის მიზანშეწონილობა, მაშინ როცა სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციონირების 20 წლიანი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა პრეცედენტი ერთი და იმავე პირს მეორედ დაეკავებინოს ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას არ გამოთქმულა საფუძვლიანი არგუმენტი, რომელიც გაამყარებდა ამ შეზღუდვის კონსტიტუციით განსაზღვრის აუცილებლობას“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ის ასევე მიზანშეუწონლად მიიჩნევს ტერმინის „სახალხო დამცველის“ „ომბუდსმენით“ ჩანაცვლებას. ნანუაშვილის თქმით, მსგავსი ცვლილება სახალხო დამცველთან შეთანხმებული არ ყოფილა .

„შემოთავაზებული პროექტი გვთავაზობს ტექნიკურ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი უნდა ჩანაცვლდეს ომბუდსმენით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ არის  მსგავსი ცვლილების განხორციელება, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში არის ტენდენცია ომბუდსმენის გენდერულად უფრო ნეიტრალური ტერმინით ჩანაცვლების. ამასთან, უცხოური ტერმინის შემოღება არაა სახელმწიფო ენის პატივისცემის გამოხატულება. გაუგებარია თავად ცვლილების საჭიროება, მით უფრო იმ ფონზე, რომ ეს გამოიწვევს ფინანსურ დანახარჯებს და სხვა ტიპის პრობლემებს სახალხო დამცველის აპარატისთვის.

სახალხო დამცველმა კომისიის წინაშე დააყენა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიების საკითხი, რაც გულისხმობდა იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველისთვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით, სამწუხაროდ ეს ცვლილება არ აისახა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს, გაითვალისწინონ სახალხო დამცველის მოსაზრებები და ასახოს ისინი კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში.




სხვა ამბები

რეგიონული განვითარების სამინისტრო - დაწყებულია მსჯელობა გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობაა დაწყებული. ამის შესახებ სამიმინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დაწვრილებით  

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა

Warning: simplexml_load_file() [function.simplexml-load-file]: I/O warning : failed to load external entity "/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml" in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 94

Warning: unlink(/var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/cache/curl.temp.xml) [function.unlink]: No such file or directory in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 97

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 109

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 133

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/vhosts/ick.ge/httpdocs/modules/mod_yrWeather/helper.php on line 148
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30