22:20:13

ფირნიშები
Share |

სულხან მოლაშვილის ოჯახს წავკისში უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი დაუბრუნდა

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება - სოფელ წავკისში (ტაბახმელა) მდებარე 4332.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული აგარაკი დაუბრუნდა. აღნიშნული ქონება 2007 წლის თებერვლიდან უსასყიდლო უზუფრუქტით, უვადო სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის განკარგულებით, სულხან მოლაშვილის მეუღლეს - თამთა ბახტურიძეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი, ქ. თბილისში, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4332.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. თამთა ბახტურიძემ ქონების დარეგისტრირების მიზნით საჯარო რეესტრს გუშინ მიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის დასკვნა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი.

იმავე წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი ოჯახის წევრებს მოსთხოვეს წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა. სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და 140 000 ლარად შეიძინეს წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც 2004 წლის 14 ივლისს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.

მოგვიანებით, 2007 წლის თებერვალში, აღნიშნული ქონება სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, უვადო სარგებლობაში გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.



სხვა ამბები

2016 წელს კახეთში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 %-ით შემცირდა და 25 101 შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 9 539 განქორწინება დაფიქსირდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 %-ით მეტია. გასულ წელს კახეთის რეგიონში 1 936 ქორწინების და 676 განქორწინების შემთხვევა დარეგისტრირდა.

დაწვრილებით  

მძღოლს, რომელმაც 9 წლის გოგონა იმსხვერპლა პატიმრობა შეეფარდა

22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.

დაწვრილებით  

ფოტო

News image

განსხვავებული რუსეთი ქუჩის ფოტოგრაფის ობიექტივში [Photos]

ვიდეო

„წყალს ვითხოვთ, რომ ხელები მაინც დავიბანოთ და ცოტა საჭმელს, რომ არ გვშიოდეს“

ვიდეო

საქონლის მასობრივი ქურდობის ფაქტები ყვარელში და არცერთი გამოძიებული საქმე

  • ამინდი
  • ვალუტა
ხუთშაბათი 18.01.18
03:00-06:00
Cloudyfrom west-2°C1.4m/s
0mm
06:00-12:00
Partly cloudyfrom west-3°C0.7m/s
0mm
12:00-18:00
Cloudyfrom east-northeast2°C1.4m/s
0mm
18:00-00:00
Cloudyfrom west1°C0.7m/s
0mm
პარასკევი 19.01.18 12:00-18:00
Clear skyfrom west7°C1.7m/s
0mm
შაბათი 20.01.18 12:00-18:00
Clear skyfrom east-northeast5°C0.6m/s
0mm
კვირა 21.01.18 10:00-16:00
Clear skyfrom west-southwest3°C1.2m/s
0mm
yr.no

ავტორიზაცია

< აპრილი 2017 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 22 23
24 25 26 27 28 29 30